გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოფელ ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
„წუხელ ადრე დაიძინეს.
სკოლაში უნდა წასულიყვნენ დღეს დილით.
სოფლად მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ჯვარი უფრო მძიმეა. მათ ჯიპებით არ აკითხავენ და სკოლის კარამდე არ მიყავთ აქაოდა ფეხი არ დაუსველდეთო. მძიმეა, მძიმე თქვენი ჯვარი სოფლად მცხოვრებო ბავშვებო.
ამიტომაც დაიძინეთ ადრე.
სკოლის ნაცვლად უფრო მძიმე ტალახში გეძებთ დილიდან.
მერამდენედ გვართმევს ეს მიწა ადამიანებს, მოსწავლეებს, მთელ ოჯახებს…
იძინეთ მშვიდად უბედურ დღეზე გაჩენილო მოსწავლეებო. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ დედამიწის გამოყენებას, ხეებს მოვჭრით, მანამდე კი იმ ტოტებს, რომლზედაც ვსხედვართ.
როგორი მძიმეა ეს ყველაფერი.
არც გასკდა ეს ოხერი გული”, – წერს დათო ლიკლიკაძე.
ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა.
შეგახსენებთ, რომ ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.