„დიდი შანსია, რომ თქვენს მომავალ რჩეულს სწორედ ამ წრეში შეხვდეთ...“ - ვის უმზადებს სიურპრიზებს ახალი მთვარე

ჰოროსკოპი

9 თებერვალს ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი მთვარე თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას, ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს კი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის:

ლომი

ახალი მთვარე თქვენს პარტნიორულ სექტორში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. არსებობს შანსი, რომ მომავალ რჩეულს მოულოდნელად, სრულიად დაუგეგმავად შეხვდეთ. ან კიდევ, შესაძლოა, ის უკვე თქვენ გვერდითაა, თქვენთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ აქამდე ამ კუთხით ყურადღება არ მიგიქცევიათ. უკვე დაოჯახებული ლომები ურთიერთობაში სასიამოვნო ჰარმონიას იგრძნობთ, საყვარელი ადამიანისაგან მხარდაჭერა კი მოტივაციას მოგცემთ, რომ წინსვლა განაგრძოთ.

კურო 

ახალი მთვარე თქვენს კარიერულ სექტორში იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ის ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას დაიწყებთ, სამსახურში გაიცნოთ, ან კიდევ თქვენი უფროსი იყოს. ამ დღეს ურთიერთობის სექტორის მმართველი, პლანეტა პლუტონი, თქვენთვის ახალ 20-წლიან ციკლს იწყებს, რომელიც ურთიერთობების შესახებ ხედვას მთლიანად შეგიცვლით. მეტი თავისუფლება, სიმსუბუქე და ამავდროულად, საყვარელი ადამიანისაგან მხარდაჭერა მოგინდებათ. საინტერესო ის არის, რომ თებერვალში სწორედ ამას იგრძნობთ! ურთიერთობაში მყოფ კუროებს კი ახალი მთვარე პარტნიორთან კიდევ უფრო სასიამოვნო მხარის აღმოჩენაში დაეხმარება და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

ვერძი

ახალი მთვარე თქვენი მეგობრობის სექტორში იქნება. პირველ რიგში, თებერვალში ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და თქვენი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა განსაკუთრებით გაიზრდება. გექნებათ შანსი, რომ მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან ერთად ხშირად გახვიდეთ შეკრებებზე, საქმიან ვახშამზე, უბრალოდ, თავისუფალი დროის გასატარებლად... დიდი შანსია, რომ თქვენს მომავალ რჩეულს სწორედ ამ წრეში შეხვდეთ, მასთან საუბარი მოგეწონოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მალევე მეგობრობა, კიდევ უფრო სასიამოვნო ურთიერთობაში გადაიზრდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

ასევე წაიკითხეთ:

„ქალი ოჯახს არ ანგრევს... თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს“ - მანანა თოდაძე

„დიდი შანსია, რომ თქვენს მომავალ რჩეულს სწორედ ამ წრეში შეხვდეთ...“ - ვის უმზადებს სიურპრიზებს ახალი მთვარე

“როგორი მძიმეა ეს ყველაფერი… არც გასკდა ეს ოხერი გული” - დათო ლიკლიკაძე ნერგეეთის ტრაგედიაზე

„არ შეწყვიტოთ ურთიერთობა...“ - ვისთვის იქნება იღბლიანი მომდევნო 4 დღე და ვის აფრთხილებს ასტროლოგი