პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯუნკო ფურუტა 1971 წელს, იაპონიაში დაიბადა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით ის ლამაზი, მხიარული და ბეჯითი გოგონა იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა სკოლის მოსწავლეებში და ნათელი მომავალიც ელოდა. ყველაფერი 1988 წლის ნოემბერში შეიცვალა.
ჰიროში მიანოს სკოლაში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ის ხშირად აბულინგებდა თანატოლებს და ტრაბახობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფება "იაკუძასთან" კავშირებით. თანაკლასელის თქმით, ჰიროშის ჯუნკოს მიმართ სიმპათია ჰქონდა, თუმცა გოგონასგან რომანტიკულ ურთიერთობაზე უარი მიიღო.
უარის თქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიანო თავის მეგობართან ერთად ადგილობრივ პარკში წავიდა, სადაც ისინი უდანაშაულო ქალებზე ნადირობდნენ. სხვა გამოცდილი სექსუალური მოძალადეების მსგავსად, მიანო და მისი მეგობარი მინატო პოტენციური სამიზნეების დაფიქსირებაში ექსპერტები იყვნენ.
ბიჭებმა დაახლოებით 20:30 საათზე ველოსიპედით სახლისკენ მიმავალი ჯუნკო ფურუტა შენიშნეს. მინატომ გოგონა ველოსიპედიდან გადააგდო, მიანომ კი ჯუნკოს დახმარება გაუწია და სახლში გაცილება შესთავაზა, რაზედაც თანხმობა მიიღო.
ამ დღის შემდეგ ჯუნკო ფურუტა აღარავის უნახავს.
სინამდვილეში, მიანო და მინატო წინასწარ განსაზღვრული სცენარით მოქმედებდნენ. მიანომ გოგონა მოტყუებით წაიყვანა მიტოვებულ სახლში, სადაც მასზე სექსუალურად ძალადობდა და გამუდმებით ემუქრებოდა. ამავე დღეს, გოგონა პარკში წაიყვანა, სადაც მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა. საბოლოოდ კი ჯუნკომ ერთ-ერთი გამტაცებლის მშობლების სახლში ამოყო თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ფურუტას მშობლებმა პოლიციას ქალიშვილის დაკარგვის შესახებ აცნობეს, ბიჭებმა გოგონას სახლში დარეკვა აიძულეს. ჯუნკომ ოჯახის წევრებს მოატყუა, რომ ის მეგობართან რჩებოდა.
მინატო თავის მშობლებს ეუბნებოდა, რომ ჯუნკო მისი შეყვარებული იყო და გოგონასაც იმავეს აიძულებდა. საბოლოოდ, მინატოს მშობლები მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, თუმცა, ბიჭი საკუთარ მშობლებსაც დაემუქრა, რის გამოც მათ გაჩუმება მოუწიათ.
გოგონა 44 დღის განმავლობაში მიანომ და მისმა მეგობრებმა მინიმუმ 400-ჯერ გააუპატიურეს. სექსუალური ძალადობის გარდა, ბიჭები ჯუნკოს სხვადასხვა ხერხებით აწამებდნენ. წამების დროს მას სასქესო ორგანოში მაკრატელს, შამფურებს, ფეიერვერკებსა და ანთებულ ნათურასაც კი უდებდნენ. საბოლოოდ კი მისი შინაგანი ანატომია იმდენად განადგურდა, რომ აღარ შეეძლო მოშარდვა და დეფეკაცია.
გოგონას არაერთხელ აიძულეს ცოცხალი ხოჭოების ჭამა, დამნაშავეების თვალწინ მასტურბაცია და საკუთარი შარდის დალევა. გოგონა ჭერზე ჩამოკიდეს და რკინისა და ბამბუკის ჯოხებითაც სცემეს. სანთებელითა და ცვილით ამოუწვეს სასქესო ორგანო და ქუთუთოები.