„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ნადია დენიზ სულემანი ამერიკელი ქალია, რომელმაც კალიფორნიაში 8 ტყუპი გააჩინა. ის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი, რომელმაც 8 ტყუპი გააჩინა და ყველა გადარჩა. მანამდე, მას უკვე ჰყავდა 6 შვილი, რომელთაგანაც ერთი წყვილი ტყუპი იყო. შემთხვევა 2009 წლის 26 იანვარს მოხდა.
ქალმა 30 კვირა და 2 დღის ვადაზე საკეისრო კვეთით გააჩინა 6 ბიჭი და 2 გოგო. მშობიარობა 46 პერსონალისგან შემდგარმა სამედიცინო გუნდმა ჩაატარა.
8 ტყუპს სამედიცინო ტერმინოლოგიაში "ოქტუპლეტები" ეწოდება. ასეთი მრავლობითი ორსულობის ბუნებრივად განვითარების შანსი დაახლოებით 1:4.7 მილიარდია.
სულემანის შემთხვევაში, ორსულობა ინვიტრო განაყოფიერების შედეგად დადგა, რომლის დროსაც მრავალი ემბრიონი იქნა გადატანილი. მსოფლიოში დღემდე დაფიქსირებულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც 8 ტყუპი დაიბადა, თუმცა სულემანის შემთხვევა უნიკალურია იმით, რომ ყველა ბავშვი გადარჩა.
ყველა ბავშვი დაიბადა დღენაკლულად და მოთავსებული იყო ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
პირველი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს მშობიარობიდან 10 კვირის შემდეგ, ბოლო ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ და ყველა ბავშვს დასჭირდა ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობა. დღეს სულემანის შვილები 16 წლისები არიან და ჯანმრთელად იზრდებიან.
დედა მათ მკაცრად ზრდის. ბავშვებს აკრძალული აქვთ ტელეფონებისა და სოციალური ქსელების გამოყენება. დედა ამით ცდილობს, რომ ისინი „ტოქსიკური სამყაროსგან“ დაიცვას. მათ ეკრძალებათ ასევე პაემნებზე სიარული.