"პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, ხელები კი თოკით შეკრული..." -  6 წლის ჯონბენეტ რემსის საქმე, რომელზეც 54 წლის კაცი დააკავეს, თუმცა კვლავ გაუხსნელად ითვლება

ჯონბენეტი

ამ შემთხვევიდან 28 წელი გავიდა, თუმცა საქმე კვლავ გაუხსნელია, მკვლელი კი თავისუფალი. 

6 წლის ჯონბენეტ რემსი 1996 წელს, შობის მეორე დღეს გაუჩინარდა. მისი ამბავი მედიაში მალევე გავრცელდა. 

ბავშვის ოჯახი მდიდარი და მიმზიდველი იყო, ბავშვი კი ულამაზესი. ჯონბენეტი იყო ამერიკელი ბავშვთა სილამაზის დედოფალი. საინტერესოა რა მოხდა 28 წლის წინ ჯონბენეტ რემსის ოჯახში. 

შობის მეორე დღეს ოჯახმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ბავშვი დაიკარგა. სახლში კი წერილი ნახეს, სადაც ეწერა, რომ გამტაცებელი ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ 118 000 აშშ დოლარს ითხოვდა. ცოტა ხანში მშობლებმა, საკუთარი რეზიდენციის სარდაფში, საბნის ქვეშ გოგონას ცხედარიც იპოვეს. 

ბავშვი ნაცემი იყო, პირზე ლენტი ჰქონდა აკრული, ხელები კი თოკით ჰქონდა შეკრული. პოლიციამ ეჭვი მაშინვე მშობლებზე მიიტანა. იყო სექსუალური ძალადობის გარკვეული ნიშნებიც. 

გამოსასყიდის ბარათი პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა. გამოსასყიდის თანხა უცნაურად ემთხვეოდა მამის, ჯონ რამსის პრემიის ზუსტ ოდენობას.

ბავშვის მშობლებმა გამოძიებასთან ვერ ითანამშრომლეს, რამაც საზოგადოებაში ეჭვი უფრო გაამძაფრა, რომ ყველაფერი მათი გაკეთებული იყო. მშობლების თქმით, საბედისწერო ღამეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, როცა გოგონა დააძინეს. დღემდე არავინ იცის თუ რა მოხდა 1996 წლის შობის ღამეს.

ჯონბენეტის მკვლელობის გამოძიება ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. 2006 წელს მკვლელობის აღიარების შემდეგ, დააკავეს სკოლის ყოფილი მასწავლებელი ჯონ მარკ კარი. თუმცა, კარის დნმ არ დაემთხვა ჯონბენეტის სხეულზე აღმოჩენილ ნიმუშებს და ის გაათავისუფლეს. 

ამის შემდეგ, 2016 წელს 54 წლის გარი ოლივამ მეგობრისთვის მიწერილ წერილში გოგონას მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ეჭვმიტანილი ამ საქმეში.

ოლივა ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის 10 წლიან პატიმრობას იხდის. როდესაც ოლივა დააკავეს, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მას ჰქონდა ჯონბენეტის 335 ფოტო, მათ შორის ექვსი წლის ბავშვის გაკვეთის ფოტოები. მიუხედავად იმისა, რომ ოლივამ გოგონაზე წერილში ისაუბრა, მას ამ მკვლელობისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენეს.

გამომძიებლები თვლიან, რომ ჯონბენეტის სიკვდილში რამდენიმე მამაკაცი მონაწილეობდა. გამოდის, რომ ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. ნახეთ სრული ისტორია, ვრცლად...