„მთელ ცხოვრებას დავთმობდი, რომ გამერკვია, რას მწერდა ზაზა 30 წლის წინ“ - წლების შემდეგ გაცოცხლებული სიყვარულის ამბავი

წლების შემდეგ გაცოცხლებული სიყვარულის ამბავი

დაახლოებით 30 წლის წინ სოხუმში ასობით სტუდენტს შორის ერთი წყვილი სწავლობდა. გოგონა სოხუმელი იყო, ბიჭი - თბილისელი. ერთხელაც შეყვარებულებმა უმნიშვნელო თემაზე იკამათეს და გაიბუტნენ. რეგიონში ვითარება უკვე დაძაბული იყო, წყვილის შერიგებას მეგობრები შეეცადნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. წლების შემდეგ გაცოცხლებული სიყვარულის ამბავს "კვირის პალიტრას" ხატია უამბობს:

- მე და ზაზამ ერთმანეთი სოხუმში, გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის კიბეზე გავიცანით. ზაფხული იყო, სასწავლო წელი იწურებოდა, სტუდენტები დერეფანში ვირეოდით, როცა გარეთ გამოვვარდი, კიბეზე ჩანთით ხელში ამომავალ ბიჭს შევასკდი... შემდეგ, როდესაც ერთმანეთი შეგვიყვარდა, მეხუმრებოდა, დარწმუნებული ვარ, განგებ დამეჯახეო. არადა, მართლა არ ყოფილა ასე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ თავდახრილი ამოდიოდა... შემდეგ კი, დაცემისგან გაჩხაპნილი შუბლიდან სისხლს იწმენდდა. მე მუხლი გადავიტყავე. ქალი ხარ თუ ქაჯიო, მომაძახა გამწარებულმა, გვერდზე გაწევა უნდა ისწავლო-მეთქი... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სოხუმში დაბადებულ-გაზრდილ გოგოს ცურვა ზაზამ მასწავლა. წყალქვეშ მასზე დიდხანს ვძლებდი, თევზს მეძახდა, საკუთარი თავი გაპოვნინეო. სოხუმის ბოტანიკურ ბაღში ლამის გათენებამდე ვსეირნობდით. ხშირად ზღვის სანაპიროზეც დაგვთენებია. ეს იყო ორი უბედნიერესი წელი ჩემს ცხოვრებაში. იმედია, ზაზასთვისაც.

- რატომ დაშორდით? - ერთ დღეს მეგობრები სოჭში ვაპირებდით წასვლას, ის კი არ მოვიდა, თურმე მოულოდნელად მშობლები ჩამოსულან და მატარებელზე დააგვიანდა. შემდეგი რეისით კი ჩამოვიდა, მაგრამ მე კი მასთან ერთად მინდოდა მგზავრობა. 

ერთი სიტყვით, გავიბუტე და ძალიან ცივად ვექცეოდი. დამშვიდობებისას მითხრა, ვფიქრობდი, მშობლები გამეცნო შენთვის, მაგრამ როგორც ვატყობ, ამისთვის მზად არა ხარო. მალე ის თბილისში დაბრუნდა და იქიდან დამირეკა, ცუდი ამბები იწყება აფხაზეთში, ჩამოვალ და გამომყევიო.

- ცოლობას გთხოვდათ? - დიახ, მაგრამ ვიცოდი, რომ მისი ოჯახი არ ჩქარობდა შვილის დაქორწინებას და მეც თავს ვიკავებდი. თუმცა პატიებაც ვთხოვე, ბოლო შეხვედრაზე უხეშად მოვიქეცი-მეთქი. რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. მამა საქალაქთაშორისო სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ჩვენ ადლერში წაგვიყვანა და თავად აფხაზეთში დაბრუნდა, იბრძოდა. ზაზას ბოლოს რომ ველაპარაკე, აფხაზეთში აპირებდა საომრად წამოსვლას. ვემუდარე, არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მის ოჯახშიც დავრეკე, მაგრამ დედამ ისე უხეშად მიპასუხა, შეხმიანება ვეღარ გავბედე. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: ,,ნინო, მე მოვედი... როგორც მაშინ, 40 წლის წინ..." - სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია

VIDEO: „მამა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები“ - ბარბარე ჯანაშიას ვიდეომ მაყურებელიც აატირა