მშრალ ხიდთან მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - რას იხსენებს თვითმხილველი, რომელიც მაშინ ბავშვი იყო

mocme

90-იანი წლები საქართველოს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების გარდა კრიმინალური გარჩევებით და ე.წ. საძმოების სისხლისღვრითაც შევიდა, შესაბამისად უახლესი წარსულის ეს ტრაგიკული მოვლენები დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს.

თბილისში განსაკუთრებით ახსოვთ 1994 წელს, მშრალ ხიდთან მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც ავტომობილში „კალაშნიკოვის“ ავტომატებით, 39 წლის ასაკში ჩაცხრილეს ცნობილი „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩლაიძე.

მკვლელობას ზოგი მხედრიონს უკავშირებდა, ზოგი ქურდული გავლენების გადანაწილებას, ზოგიც სევასტოპოლის ქუჩაზე თორაძეების ოჯახის ამოხოცვას, ვინაიდან ამ ოჯახთან პაატა ჩლაიძე ახლობლობდა და ბოლო წუთამდე ცდილობდა ე.წ. „ბოროტების“ საძმოსთან ძმები თორაძეების დაზავებას. იყო ვერსია, რომ პაატა ჩლაიძის მკვლელობა სამი დღით ადრე სასტუმრო „მეტეხში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა, რა დროსაც „კანონიერი ქურდს“ და მის თანხმლებ პირებს მენეჯერის, რიჩო ჯავახაძის ვაჟთან დაპირისპირება მოუხდათ.

ასეა თუ ისე, თბილისში, მშრალ ხიდთან მომხდარი ეს გახმაურებული მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული და ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის იყო ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იქვე, ვორონცოვის მოედანზე, საკუთარი სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, როცა მოულოდნელად ავტომატებიდან სროლა ატყდა.

სოციალურ ქსელში, ლევან გოგოლაშვილი წლების შემდეგ იხსენებს მომხდარს.

განაგრძეთ კითხვა