„მეგობარი კაცი საწოლში მოკლა და მტკვარში გადააგდო...“ - ორმაგი მკვლელობა, რომელმაც, წლების წინ, თბილისი აალაპარაკა

ლენტა

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ორმაგი მკვლელობა

ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანასთან კავშირი აეროპორტის გზატკეცილზე გაწყდა. სპეციალური ჯგუფი 15 წუთში მივიდა ადგილზე, მაგრამ საინკასაციო მანქანა იქ არ დახვდათ. დაიწყეს ძებნა და ბანკის მანქანა კავშირის გაწყვეტის ადგილიდან 500 მეტრში, ერთ-ერთ მიტოვებულ, ავტოპროფილაქტიკის შენობაში აღმოაჩინეს. მანქანიდან 800 000 ამერიკული დოლარი იყო გამქრალი, რომელიც ერთ-ერთი ოფისიდან ბანკში მიჰქონდათ. 39 წლის მძღოლი ვახტანგ რუსია და 42 წლის ინკასატორი რობერტ შამანაძე მოკლულები იყვნენ. ხოლო 31 წლის ინკასატორი ჯემალ ხუნდაძე კი – გაუჩინარებული. გამოძიებას პროკურატურის საგანგებო ჯგუფი ახორციელებდა. ერთადერთი სამუშაო ვერსია იყო, რომ ფული ჯემალ ხუნდაძემ გაიტაცა, კოლეგები კი დახოცა. ხუნდაძეზე ძებნა გამოცხადდა. ოპერატიულმა ჯგუფებმა რამდენიმე ადგილზე ჩასაფრება მოაწყვეს, მაგრამ ძებნილის კვალი არსად ჩანდა.

მესამე გვამი

ხუნდაძეზე ძებნის გამოცხადებიდან 3 კვირის შემდეგ, მისი ცხედარი მეთევზეებმა ორთაჭალჰესთან აღმოაჩინეს. მას ორი ტყვია ჰქონდა მორტყმული თავში. საინტერესო და საგულისხმო კი ის იყო, რომ მოკლული ხუნდაძე ტრუსისამარა იყო. ექსპერტის დასკვნით, ხუნდაძე სულ რაღაც 3 დღის წინ იყო მოკლული და წყალში ჩაგდებული. ძველ ვერსიას დაემატა ის, რომ დანაშაულში მეორე უცნობი პირი ფიგურირებდა, რომელმაც ხუნდაძე მოკლა და სავარაუდოდ, 800 000 დოლარი მიითვისა. ხოლო ის, რომ კოლეგები თავად ხუნდაძემ დახოცა და მანქანიდან ფული გაიტაცა, ძიებით უკვე დამტკიცებული იყო. საქმე, ფაქტობრივად, ჩიხში იყო შესული და ხელჩასაჭიდი თითქმის არ ჩანდა. მაგრამ ახალგაზრდა ოპერმუშაკმა, კივი კახიძემ კოლეგებს უთხრა: გამორიცხული არაა, რომ ამ საქმეში ქალის ხელი ურევია. კახიძის ვერსიით, მოკლული ხუნდაძე იმიტომ იმყოფებოდა ტრუსის ამარა, რომ ის სახლში, სავარაუდოდ, ლოგინში მოკლეს და თითქმის შიშველი გადააგდეს მტკვარში. აქედან გამომდინარე კი, იმის დიდი ალბათობა იყო, რომ ხუნდაძე საყვარელთან იმყოფებოდა და ეს დანაშაული სწორედ საყვარელმა, ანუ ქალმა, ჩაიდინა.

ეძიეთ ქალი

გივი კახიძის ვერსია საკმაოდ მახვილგონივრული ჩანდა. აქედან გამომდინარე, ოპერატიულმა თანამშრომლებმა საორიენტაციო დავალება მიიღეს – უნდა მოეძებნათ მოკლულ ხუნდაძესთან კავშირში მყოფი ქალი. ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაიწყეს ხუნდაძის კავშირების შესწავლა, თანაც, მტკვრის პირას განლაგებული სახლებისა თუ სხვა შენობების მცხოვრებთა და მფლობელთა დადგენა. ძებნის პროცესში ბევრი ძალოვანი იყო ჩართული, რადგან ბანკის ხელმძღვანელობა მათ პრემიებს შეჰპირდა და ისინი კეთილსინდისიერად შეუდგნენ მუშაობას. ორკვირიანი ინტენსიური ძიების შედეგად იმავე გივი კახიძემ დაადგინა, რომ მტკვარზე არსებულ რესტორან-ტივზე მზარეულად მუშაობდა მოკლული ინკასატორის, რობერტ შამანაძის ცოლისდა, ალისა კუპატაძე. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ საშინელ დანაშაულში რობერტ შამანაძის ცოლი, მაგდალინა კუპატაძეც ფიგურირებდა. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

„ლოცვა დავიწყეთ, უცებ კარი გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...“- ღვთის სასწაულის კიდევ ერთი ამბავი

„დედას ვუვლიდი და ქმარი დავკარგე“- სევდიანი ისტორია

კადრები 1989 წლის ავარიის ადგილიდან, რომელსაც მერაბ კოსტავა ემსხვერპლა - ეროვნული გმირის მძიმე ცხოვრება და ოჯახის ტრაგედია