ხუთი წლის წინათ რომ ქორწილიდან გაიქცა, იმ პატარძალმა იქორწინა დღეს... - ზურა შევარდნაძე

პატარძალი

რამდენიმე წილის წინ ზურა შევარდნაძემ სოციალურ ქსელში ქორწილიდან გაქცეული პატარძლის ამბავი დაწერა. როგორც ირკვევა გოგონა ამჯერად გათხოვდა, დაქორწინეულია საქმროც.

„პატარძალი რომ გაიქცა ქორწილიდან ხუთი წლის წინ, ყველას გვახსოვს მგონი (რა დამავიწყებს..)..დღეს იმ პატარძალმა იქორწინა, თავის ავსტრიელ თანამშრომელს გაჰყვა. თეთრი კაბით, რომ დავინახე გამაჟრუალა…გიორგისაც თავის ბავშვობის შეყვარებული შეურთავს და პატარა შვილიც ჰყავს თურმე.

ანამარია და იოჰანეს, მთელი გულით გილოცავთ რასაკვირველია!!!! დღეს ბევრი ვიცინეთ, რა ვიცი მორჩეს ბოლომდე ქორწილი და მერე გავიხაროთ, ისევ არ გაგვექცეს დედოფალი მეთქი, ბედნიერები ჩანან და აგვისტოში შვილსაც ელოდებიან.

ხელის მოწერის ცერემონია, სუფრის დეკორაცია, ყვავილი ამჯერად თეთრი ისურვა პატარძალმა))))“ - წერს შევარდნაძე.