1745863963
„კედლებში ადამიანის ძვლები, ფერფლით და მწვანილებით სავსე ბოთლი ვიპოვეთ..." - რას ჰყვება ოჯახი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ მეზობლად მკვლელი ცხოვრობდა

28 წლის ემი ბრუკმანმა სახლის რემონტის დროს, კედლებში ადამიანის ძვლები იპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ემიმ და მისმა საქმრომ, ნორტონმა კედლებზე ობის აღმოჩენის შემდეგ, მე-16 საუკუნის დროინდელი სახლის გარემონტება გადაწყვიტეს. მუშებმა წყვილს კედლებიდან ძველი მასალის მოსაშორებლად საკმაოდ დიდი თანხა მოსთხოვეს. ამიტომ ემიმ და ნორტონმა ეს საქმე თავის თავზე აიღეს. თუმცა, პროცესში საკმაოდ უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - კედლებში ადამიანის ძვლები იყო ჩამარხული.
ოჯახმა გაარკვია, რომ, თურმე, მე-16 საუკუნეში კედლებში ძვლებს ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად მარხავდნენ. მოგვიანებით, ემიმ და ნორტონმა ისიც აღმოაჩინეს, რომ თურმე იმ პერიოდში სახლის მეზობლად მკვლელი, სახელად ჯეიმს ჰარგრივსი ცხოვრობდა.
„საშინელი შეგრძნება დაგვეუფლა. ველოდებოდით, რომ მალე შეიძლებოდა ადამიანის ცხედრისთვისაც კი მიგვეგნო. ძვლებთან ერთად მწვანე ბოთლიც აღმოვაჩინეთ, რომელიც ფერფლითა და მწვანილებით იყო სავსე. როგორც მოვიძიეთ, ამ ყველაფერს მე-16 საუკუნეში ბოროტი სულებისგან დასაცავად იყენებდნენ",- იხსენებს ემი.