პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეპუტატ გია ვოლსკის მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. იგი 2012 წლიდან დეპუტატის მანდატის მფლობელია და ასევე ხელმძღვანელობს პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.
პოლიტიკოსის პროფესიული საქმიანობის შესახებ, ალბათ ბევრმა იცის, თუმცა როგორია პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება და რა ტრაგედიას ატარებეს, ბევრმა არ იცის.
გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან.
ქართველი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის გია ვოსლკის ცხოვრებაში 3 დიდი ტრაგედია მოხდა. მას უფროსი შვილი ზუკა ვოლსკი 21 წლის ასაკში გარდაეცვალა. აგრეთვე, დაღუპული ჰყავს დეიდაშვილები, გეგა კობახიძე და დუდუ დადიანი.
„ჯერ იყო ჩემი უფროსი შვილი ზუკა, შემდეგ გეგა კობახიძე, ის ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო. ყოველთვის ვმფარველობდი. ძალიან ცელქი იყო… მერე დუდუს ტრაგედია იყო. ვერ გადმოვცემ, რაც გამოვიარეთ“, - ამბობდა გია ვოსლკი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ჩემი სიმშვიდე გარეგნულია, შიგნით დუღილის მაღალი ტემპერატურაა. ბევრი ეჭვი, ფიქრი… თითქოს ყველაფერი გუშინ იყო, ამდენმა წელმა გაიარა, ძალიან დიდმა პერიოდმა, მაგრამ ყველაფერს თვალს რომ გადავავლებ, მგონია, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. გამოცდილებაც ბევრი შევიძინე და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის ბევრი რამ გავაკეთე…“- ამბობს ვოლსკი.