ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
ტეხასში ქალმა ძაღლები ცოცხლად დაწვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 17 მაისს 911-ზე 11 წლის ბიჭმა დარეკა. მან დისპეჩერს განუცხადა, რომ დედამისს, 32 წლის ვერონიკა ლორედოს სჯეროდა, რომ ის „ეშმაკი იყო". ასევე, ბიჭის თქმით, ვერონიკამ ოჯახის კუთვნილი 2 ძაღლი ცოცხლად დაწვა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ვერონიკა 4 ბავშვთან ერთად მანქანაში იპოვა. ქალი ხმამაღლა ყვიროდა, რომ ვიღაც მის მოკვლას ცდილობდა.
ვერონიკამ აღიარა, რომ ძაღლების ბავშვების თვალწინ ცოცხლად დაწვა.
პოლიციამ ვერონიკას 400 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.