„ჭერი ჩამოინგრა და საოპერაციო ხელსაწყოები დაილეწა... - სასწაულებრივად განკურნებული პაციენტის ამბავი და სახლი, სადაც ხატებს მირონი სდით

საოპერაციო

ნანა ცინცაძეს თბილისში "თიჩა ნანას" სახელით იცნობენ. ბევრ ცნობილ სახეს ასწავლის ინგლისურს. ამაზე, ქვემოთ თვითონაც ჰყვება, თუმცა ეს სტატია სულ სხვა თემაზეა.

ნანა ვერაზე ცხოვრობს და სახლში, მეუფის კურთხევით, კელია აქვს. ხატებით სავსე ოთახში რომ მადლი ტრიალებს ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ხატებს მირონი სდით და როგორც "პრაიმტაიმთან" თავად ჰყვება, არამიწიერი სურნელი იფრქვევა.

ზოგჯერ ხატებს მირონდენა ვნების შვიდეულში ეწყებათ, ზოგჯერ კი, იმის მაუწყებლად, რომ რაღაც განსაცდელისთვის შეემზადოს...

ნანა ცინცაძე: წლებია, მეუფის კურთხევით კელია მაქვს. ჩემს კელიაში მხოლოდ მირონი არ სდის ხატებს, სასწაულებიც აღესრულება. არამიწიერი სურნელი ასდით ხატებს...

როდესაც რწმენით მიეახლები ხატს და გულით შესთხოვ, უფალი შეგისმენს. ვიცით, რომ მისგან ყველაფერია შესაძლებელი.

იესოს ხატს ვნების კვირაში თავიდან შუბლი დაუსველდება, შემდეგ თვალებზე მოსდის ცრემლიც და მირონიც.

მხოლოდ დაწერილ ხატებს არა, რეპროდუქციასაც, ანუ საიდანმე ამოჭრილ თუ ინტერნეტიდან ამონაბეჭდ ხატებსაც ცრემლი ეკიდება. მამა ღმერთის ხატსაც ჰქონდა ცრემლი... მეტწილად რეპროდუქციული ხატები მაქვს.

თითქოს ხატს მასთან თავისით მივყავხარ, რომ ვნახო ახლად გადმომდინარე ცრემლი თუ მირონი.

იოანე რუსის (ძლიერი წმინდანია) ხატი მამაომ ჩამომიბრძანა საბერძნეთიდან. შვილთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ამ ხატმა მანიშნა. განსაცდელიც დაეშვა. ასეთ დროს არ მეშინია ხოლმე. ვიცი, რომ ესა თუ ის განსაცდელი ჩემს გასაძლიერებლად ეშვება.

როდესაც დავქვრივდი 33 წლის ვიყავი. მეუღლე ციხეში აღმოჩნდა. და შემდეგ იქ გარდაიცვალა. ხომ იცით, განსაცდელი უფალს გაახლოებს. მას შემდეგ გავაკეთე ეს კელია. ახლა 58 წლის ვარ. 38 წლის ვაჟი და ოთხი შვილიშვილი მყავს.

დედა მეუბნებოდა, ახალგაზრდა ხარ, იქნებ ნახო ვინმე, ოჯახი შექმნაო. ვისხედით იერუსალიმიდან ჩამოტანილი ხატის წინ. მე ვუპასუხე, შენ ხომ იცი, მე შეყვარებული მყავს-მეთქი. დედას სახე გაუნათდა, იფიქრა, მეშველაო. მე თითით მივანიშნე იესოს ხატზე - აი, ჩემი შეყვარებული-მეთქი. დედა მიხვდა, რომ ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. და ამ საუბრიდან ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ჩემს თვალწინ, ერთ-ერთი უდიდესი სასწაული აღესრულა. იერუსალიმიდან ჩამოტანილ იესოს ამ ხატთან სალოცავად დავდექი. ხატზე ხელთუქმნელი ჯვარი გამოისახა.  დავინახე, როგორ დაისვა იესომ სახეზე ჯვარი, მირონმა დენა დაიწყო შუბლის შუა ნაწილიდან და გაჩერდა ნიკაპთან. ვიყვირე ემოციურად და სანამ მივტრიალდი, უკვე ჯვარი ჰქონდა სახეზე გაკეთებული. წარმოუდგენელია ასეთი სიმეტრია ადამიანმა დაიცვას.

ეს იყო წლების წინ და ხატს ეს ჯვარი ახლაც ეტყობა. მირონი ყველას გვინახავს ხატზე, მაგრამ ასეთი ხელთუქმნელი ჯვარი დაესვას სახეზე, ალბათ, უიშვიათესად.

მოდიოდნენ ფოტოს გადასაღებად. ერთი მეგობარი მოვიდა და მითხრა, წარმოუდგენელია, შენ ისეთი ემოციური ხარ, შენ ხომ არ გააკეთეო? ასეთ მკრეხელობას როგორ ჩავიდენდი, იესოს სახეზე ჯვარს დავუსვამდი-მეთქი? - ვუთხარი. მივიდა, ფოტო გადაუღო და უცებ მესმის მისი განწირული ყვირილი - დავისაჯეო. ყველას ფოტოზე ჩვეულებრივ რომ აღიბეჭდებოდა, ამ ქალბატონის გადაღებულ ფოტოზე ის ჯვარი თეთრად გამოჩნდა. წაიკითხეთ სრულად