გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ გამორიცხა

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინისთვის შორი მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ გამორიცხა.

„რა თქმა უნდა, ეს [რაკეტების გადაცემა] შესაძლებლობის ფარგლებშია“, - თქვა მერცმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.

გერმანიის კანცლერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინელმა ჯარისკაცებმა რამდენიმეთვიანი გადამზადება უნდა გაიარონ.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე თვითონ ვამბობდი, რომ Taurus-ი უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიან გადამზადებას საჭიროებს“, - დასძინა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა აგრეთვე განაცხადა, რომ Taurus-ის გადაცემა ნახევარ წელიწადში ან ერთ წელიწადში დღეს უკრაინას სარგებელს არ მოუტანს. ამიტომაც, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უკვე დღეს იხვეწება.