„15-ჯერ ჩაარტყა დანა..." - 29 წლის ბრიტანელს, განსაკუთრებული სისასტიკისთვის, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პოლიციის ლენტი

ბრიტანელი მამაკაცი თავის ყოფილ შეყვარებულს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც გოგონამ უთხრა, რომ მეგობრებად დარჩენა უნდოდა. 

უცხოური გამოცემების ცნობით, 29 წლის მეთიუ ჯონსმა, 25 წლის ემა კირკს დანა 15-ჯერ ჩაარტყა და გოგონას მძიმე დაზიანებები მიაყენა. 

მეთიუს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა. 

სასამართლოზე, მოსამართლემ მეთიუს ასეთი სიტყვებით მიმართა:

„თქვენს წარსულში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც მსგავსი რამის წინასწარმეტყველება შეეძლო. ეს იყო  სასტიკი თავდასხმა, რაც სასამართლოს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს.  მოქალაქეები თქვენს შეჩერებას ყველანაირად ცდილობდნენ - თუმცა, თქვენ ხელში დანა გეჭირათ და ყველაფერ აკეთებდით, რათა მსხვერპლს თავს დასხმოდით".

ემა კირკის თქმით, მან და მეთიუმ ერთმანეთი 2022 წელს, კოლეჯში გაიცნეს.  ემა პროფესიით მასწავლებელია. მისი თქმით, თავიდან კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა, შემდგომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. 

2024 წელს კირკმა მეთიუს უთხრა, რომ ურთიერთობის დასრულება უნდოდა და მეგობრებად უნდა დარჩენილიყვნენ. თუმცა, მეთიუს ეს ამბავი არ მოეწონა. მეთიუ იმ ადგილებში ჩნდებოდა, სადაც კირკი მუშაობდა, მას უამრავ შეტყობინებას უგზავნიდა. 

თავდასხმის დღეს, მეთიუმ კირკს უთხრა, რომ მშვიდ ადგილას შეხვედრა და გოგონას იმ ნივთების დაბრუნება სთხოვა, რომლებიც ურთიერთობის დროს თავად უყიდა. 

შეხვედრისას მეთიუ გოგონას თავს დანით დაესხა. მან კირკს  კისრის, სახის, თავის, მუცლისა და ხელების არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ქირურგებმა კირკის ოჯახს უთხრეს, რომ დანა საკვანძო არტერიას რამდენიმე მილიმეტრით ასცდა და რომ გოგონას გადარჩენა სასწაული იყო. 

„ქირურგებმა მის ოჯახს უთხრეს, რომ დანა საკვანძო არტერიიდან რამდენიმე მილიმეტრით იყო გაყვანილი და რომ ის „სასწაული“ იყო, რომ გადარჩა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

თავიდან მეთიუმ ყველაფერი უარყო - ის ამბობდა, რომ ამით თავს იცავდა. თუმცა, შემდგომ ყველაფერი გაირკვა.