დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი თბილისში, მახათას მთის ფერდობზე, მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გვერდით 2018 წელს გაიხსნა.
პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.
რამდენიმე დღის წინ პანთეონში მამუკა ონაშვილი დაკრძალეს. მანამდე კი ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარი ჯანაშია, გოგი ქავთარაძე დაიკრძალა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია გასული წლის მაისში გარდაიცვალა.
გთავაზობთ საარქივო მასალას, სადაც მარი ჯანაშიას ბოლო ინტერვიუდან ამონარიდებს გაგაცნობთ:
სიმსივნესთან ბრძოლის გამო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2017 წლის 5 ოქტომბერს რონალდ ჰარვუდის “მოხუც ჯამბაზებში” ითამაშა. დარბაზში მჯდომმა ადამიანმა არაფერი იცოდა დიდი არტისტის ავადმყოფობის შესახებ, ვერაფერს მიხვდებოდა.
სპექტაკლის შემდეგ მისმა შვილიშვილმა, მოდელმა და მსახიობმა მარიტა ჯანაშიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა სცენაზე.
არცოდნის შემთხვევაში ვერასდროს, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები.
ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი”!
2017 წლის ოქტომბერში მსახიობმა ისაუბრა სიმსივნის დიგნოზზე, უმძიმეს 2 წელიწადზე, 14 ოპერაციაზე და სცენაზე დაბრუნების ჯადოსნობაზე:
„ყოველთვის ვამბობდი რომ ვარ სამარცხვინოდ ჯანმრთელი, როცა ჩემი კოლეგა ან ვინმე ახლობელი აიღებდა წამალს და სვამდა, მე სულ ვარიდებდი თავს და ვამბობდი „რა უხერხულია, მე ხომ სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ“, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მაქვს და სხვებსაც დავყვებოდი გამოკვლევებზე, სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი, რომელიც არ იკეთებს წელიწადში ერთხელ მაინც გამოკვლევებს. ეს შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება, რადგან ადამიანი ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, რომ შენს თავს მიაქციო ყურადღება…
იმედი არასდროს დამიკარგავს, მერეც, როდესაც 14 ოპერაცია გავიკეთე 2 წლის განმავლობაში იმედი სულ მქონდა. უცნაურია, რომ არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს, რომ არ ყოფილოყო იქ ჩემი შვილი თემიკო, მე ამას ვერ მოვერეოდი. როცა ვხედავდი მის სასოწარკვეთილ თვალებს, ეს მიკრძალავდა ყველაფერ დანარჩენს და მაძლევდა უფლებას, მეთამაშა, თითქოს მთლად ისე ცუდადაც არ იყო ყველაფერი…