„ყოფილების“ უკან მობრუნების პერიოდია“ - რას უნდა ვუფრთხილდეთ 2 იანვრამდე

ასტროლოგია

2 იანვრამდე – მაცნე, შუამავალი, მომრიგებელი, მოხერხებული, მატყუარა, ეშმაკი, მოქნილი, სწრაფი… ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიტყვებისა, რომელსაც შეხვდებით რომაულ თუ ბერძნულ პანთეონში (იგივე ჰერმესი) მერკურის უნიკალური პერსონაჟის აღწერისას.

თავის ბუნებით ის ყველაზე ახლოს არის ადამიანთან, მას შეუძლია მოარიგოს ერთმანეთთან მოსისხლე მტრები და პირიქით შუღლი და მტრობა დათესოს მეგობრებში.

არიან ღმერთები და არის მერკური, მისი ზრახვები ყოველთვის უცნობია…
მერკური, ეს ჩვენი გონებაა. ის თითქოსდა ჩვენი მთლიანობის დამოუკიდებელი პერსონაჟია, დაუმეგობრდი მას და შეცვალე შენი ცხოვრება…  

2023 წლის განმავლობაში, ეს არის პლანეტა მერკურის მეოთხე დროში მოგზაურობა.

2 იანვრამდე მერკური რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას თხის რქის მე-9 გრადუსში, ის უკანსვლას ასრულებს 2 იანვარს, თუმცა, მისი არეული თემები დაახლოებით 21 იანვრის შემდეგ დალაგდება. 

ყველაზე დიდი გავლენა მერკურიანელებსა და მერკურის მართვის თემებს შეეხება.
მაშ ასე, კომუნიკაციისა და გონების მმართველი მერკური დროის მანქანით მოგზაურობისთვის ემზადება. ეს დრო შესაძლოა ჭკვიანურად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ. 

მერკურის რეტროგრადულობა, შესაძლოა, აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამასთანავე „ყოფილების“ უკან მობრუნების საერთაშორისო კვირეულია…

  რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ:
 მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

 ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

 თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის! წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

იანვარში ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია - ასტროლოგების რჩევა წყვილებს

„ახალი წელი მოგცემთ იმას, რაც ბედნიერებისთვის გაკლიათ“ - დასახელდა 2024 წლის ფავორიტი ნიშნები