პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ენერგიის ტიპის დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუმეროლოგია. ერთ-ერთი მეთოდით, თუ ვთქვათ, 16/08/1990-ში, დაიბადეთ, შეკრიბეთ ყველა ციფრი (ნულების გარდა) და მიღებული რიცხვი შეამცირეთ ერთნიშნა ციფრამდე: 1 + 6 + 8 + 1 + 9 + 9 = 34; 3 + 4 = 7.
ესე იგი, თქვენი ენერგიის ტიპია – 7. ახლა ვნახოთ, როგორ ნაწილდება ეს ნომრები ცხრილში. ენერგეტიკული ვამპირი – ნომერ 1 და 2 ტიპის ადამიანებს აერთიანებს. ასეთ ვამპირს შეუძლია გარშემო მყოფების ენერგია მიიტაცოს. მათ გამუდმებით სჭირდებათ ძალების შევსება. სხვისგან ენერგიის მიღება კი შეუძლიათ როგორც შეგნებულად, ისე გაუცნობიერებლად. ენერგიის შთანთქმის პროცესი, ჩვეულებრივ ჩხუბის, კონფლიქტების, სხვა ადამიანთან ინტიმური საუბრების დროს ხდება. რაც შეეხება ენერგიის დონორებს, ისინი ნომერი 5 და 7 ტიპის ადამიანები არიან. გამცემია ის, ვინც ვამპირებს ენერგიას აძლევს. მათ თავად არ აქვთ შთანთქმის უნარი, ამიტომ, ენერგეტიკულ ვამპირებთან ხშირი კონტაქტით, სასიცოცხლო ძალები თანდათან ეწურებათ. ნეიტრალურებს 3, 6 და 8 ტიპის ადამიანები მიეკუთვნებიან, რომლებიც ენერგიას არც შთანთქავენ და არც კარგავენ. მათი ენერგეტიკული ველი საკმაოდ ძლიერი და უსაფრთხოა, რაც საშუალებას აძლევთ, ენერგეტიკულად ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყვნენ.
თეთრი მაგი მე-9 ნომერია, რომელიც საკუთარ ენერგიას შესანიშნავად აკონტროლებს: როცა სხვას სჭირდება, შეუძლია, ენერგია მიაწოდოს, მაგრამ არასდროს ცდილობს, ის ვინმეს წაართვას. რაც შეეხება შავ მაგს, ის 4 ნომერია. თუმცა შავი ჯადოქარი შეიძლება იყოს ნეიტრალურიც და ამავე დროს, გახდეს ენერგეტიკული ვამპირიც. მათაც, თეთრი ჯადოქრების მსგავსად, შეუძლიათ გააკონტროლონ საკუთარი ენერგიის ხარჯვის პროცესი. რაც შეეხება მოცემულ ტიპებს შორის კავშირს, რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გამცემისა და ვამპირის წყვილი ძალიან წარმატებულია, თუ, რა თქმა უნდა, გამცემის ენერგია ორივესთვის საკმარისია. მაგრამ, თუ გამცემი ენერგიის ნაკლებობას განიცდის, აღნიშნული ტანდემი ნეგატიურია ამ ურთიერთობისთვის. ნეიტრალებისა და თეთრი ჯადოქრების კავშირი ძალიან წარმატებული, ყოველთვის მშვიდი და სტაბილურია.
ბალანსი არსებობს თეთრ და შავ მაგებს შორის – ძალიან კარგად ექცევიან ერთმანეთს: ადვილად აბამენ კონტაქტს და არც საერთო ენის გამონახვა უჭირთ. უთანხმოებაა ვამპირებსა და შავ ჯადოქრებს შორის. თითოეული მათგანი ცდილობს, ერთმანეთის ენერგია შეიწოვოს, რაც ორივეს გაანადგურებს. ნეიტრალები ვერ ეთანხმებიან შავ ჯადოქრებს, რადგან არ შეუძლიათ, მაგი საჭირო დროს ენერგიით დამუხტონ. ენერგიის ტიპთა დანარჩენი კომბინაციები კი ნეიტრალურია. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
რას წერს დიეგო მარადონას შვილი წიგნის „კვარას საქართველო“ წინასიტყვაობაში
მშობლები 50 წელი ეძებდნენ შვილს, რომელიც ჩვილობის ასაკში ძიძამ გაიტაცა - სად აღმოჩნდა ბოლოს გოგონა