ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
თვეზე ნაკლები რჩება ახალ 2024 წლამდე. აღმოსავლურ კალენდარში, ყოველი სასიცოცხლო ციკლი, რომელიც შედგება 12 თვისგან, შეესაბამება კონკრეტულ ზეციურ მფარველს - ჯადოსნურ ცხოველს თავისი ელემენტით, გემოვნებითა და ხასიათით. და იმისათვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, უნდა იპოვოთ სწორი მიდგომა მის მიმართ.
2024 წლის სიმბოლოა მწვანე ხის დრაკონი. ეს მითიური არსება ცვლილებების, ახალი ეპოქის საწინდარია. ამბიციური, თავხედი, იმპულსი, ნათელი და ძლიერი მხეცი მფარველობს მათ, ვისაც არ ეშინია რისკების და შეუძლია, თამამად ისარგებლოს მოცემული შანსით, შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. დრაკონი აჯილდოებს და ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.
ჩინურ მითოლოგიაში დრაკონები ცეცხლის სიმბოლოა ძალადობრივი ტემპერამენტით. თუმცა, მწვანე ფერი და ხე არბილებს უხეშ კიდეებს და ცხოველს უფრო "მორჩილს" ხდის. დრაკონი აფასებს არა მხოლოდ დღესასწაულებს და გართობას, არამედ, ჰარმონიას, კრეატიულობას და სტაბილურობას.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ სწორად აღვნიშნოთ ახალი 2024 წელი, რა ჩავიცვათ, რა კერძები მოვამზადოთ, რომ მითიური პატრონი კმაყოფილი დარჩეს.
ვერძი
მდიდრულად მორთეთ სახლი საახალწლო დეკორით. შეხვდით ახალ წელს მხიარულ გარემოში. სუფრაზე მდადეთ სხვადასხვა კერძი, კრევეტებიდან დაწყებული შემწვარი შამპინიონებით დამთავრებული. სამოსიდან შეარჩიეთ ჰაეროვანი, მაგრამ პრაქტიკული და ორიგინალური დეტალებით გაფორმებული.
კურო
კუროსთვის რეკომენდებულია 2024 წლის შეხვედრა ისეთ სამოსში, რომელშიც ჭარბობს: ოქროსფერი, შავი, ყვითელი. სამკაული უნდა იყოს ელეგანტური. იმისთვის, რომ წარმატება მიიზიდოთ, ნაძვის ხე ბურთებით, ციმციმებითა და გირლანდებით გააფორმეთ. თუ გსურს, დრაკონის წელში მოგზაურობა, დაადეთ პატარა გლობუსი ნაძვის ხეს. თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ ხეზე დაკიდოთ ზარები და ანგელოზები. სუფრაზე დაალაგეთ ხორციანი კერძები.
ტყუპები
სტუმრების მოსვლამდე, შექმენით უჩვეულო პროგრამა დრაკონის წლის აღსანიშნავად. ოთახებში განათავსეთ მანათობელი სათამაშოები. სტუმრების მოსვლის შემდგე, მოაწყვეთ მხიარული შეჯიბრებები, ცეკვები და თამაშები. კარგი იქნება ძველი ტრადიციების გახსენებაც. ფინანსების მოსაზიდად მანდარინით გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებს. თუ საშუალება გაქვთ, მოაწყვეთ კარნავალი.
კირჩხიბი
წლის შემობრძანება იზეიმეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. იყავი მხიარული და გამოავლინეთ სტუმარმასპინძლობა. სუფრაზე კერძები უნდა იყოს მრავალფეროვანი. ტორტის მომზადება კარგი იქნება 2024 წლის მფარველის სახით. სუფრა უნდა გააწყოთ მწვანე, იასამნისფერ ან ლურჯ ფერებში. კირჩხიბმა ქალმა უნდა ატაროს მარგალიტიანი სამკაული, რომ იპოვოს პირად ბედნიერება. შეიძინეთ დრაკონის ფიგურა და მოათავსეთ ოთახის ჩრდილო-დასავლეთით. ეს თილისმა ოჯახს კეთილდღეობას და ჰარმონიას მოუტანს მთელი წლის განმავლობაში.
ლომი
დრაკონსა და ლომს ბევრი მსგავსება გაქვთ. ორივეს გიყვართ ლიდერობა და დღესასწაულები. იმისათვის რომ იდეალური წელი გქონდეთ, პირველ რიგში, მთავარია, გქონდეს გართობის განწყობა. ინტერიერი უნდა გქონდეთ განათებული. ფანჯრებზეც კი ჩამოკიდეთ საახალწლო დეკორის ნათურები. რაც შეეხება საახალწლო ჩაცმულობას, ლომმა ქალმა ჩაიცვით დედოფლურად, გაიკეთეთ მკვეთრი მაკიაჟი, სამკაულები უნდა იყოს ძვირფასი თვლების. მამაკაცებმაც ჩაიცვით მეფურად ჩაცმა. გარშემო ყველაფერი უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი და მდიდრული.
ქალწული
სადღესასწაულო ღამეს, ქალწულს ბევრი სიურპრიზი და მოულოდნელი შეხვედრები ელის. სუფრაზე დაალაგეთ ცხარე საჭმელები, ბოსტნეული და მარინადები. არ გამოგრჩეთ სუფრაზე თევზის მიტანა. თუ საშუალება გაქვთ, მოაწყვეთ ოჯახური კარნავალი . საახალწლო ღამეს კარგია ექსპერიმენტები და ხმამაღლა სიცილი. ჩაიცვით მოსახერხებელი ტანსაცმელი.
სასწორი
დრაკონის შემობრძანებას კარნავალით უნდა შეხვდეთ. გამოიყენეთ ფანტაზია, ინტერიერს უნდა ჰქონდეს განსხვავებული სტილი. ნუ გეშინიათ, არ გაადაამეტებთ, დრაკონს უყვარს სინათლე და ბრწყინვალება. სუფრის სერვირება შეიძლება შეიცავდეს ზღვის თემატიკას, კერძებიდან , უპირატესობა მიანიჭეთ თევზის ასორტის, ჟელესა და ზღვის მცენარეებს.
მორიელი
მორიელმა წლის დადგომა შავ სამოსში უნდა იზეიმოს. მამაკაცებისთვის ეს არის კოსტიუმი ან პერანგი, ხოლო ქალებს შეუძლიათ ჩაიცვან ელეგანტური შავი კაბა. მაკიაჟი ნათელი, ალისფერი ტუჩებით. უნდა გამოხატოთ თქვენი ვნება და მომხიბვლელობა. მორიელს უამრავი სიურპრიზი და იდუმალი მომენტი ელის. მოამზადეთ ცხარე და ეგზოტიკური კერძები. არ დაგავიწყდეთ დესერტი.
მშვილდოსანი
2024 წელი წარმატებული და ბედნიერი იქნება, თუ მას კარგ ხასიათზე შეხვდებით. იზრუნეთ ინტერიერის შექმნაზე. იყავით ორიგინალური, ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ ოჯახის ფოტოები, ნიღბები, ან ფერადი ბუმბულები. სანამ დრაკონის წელიწადი შემობრძანდება, შეარჩიეთ სამოსი. ის უნდა იყოს კომფორტული და თვალისმომჭრელი. რაც შეეხება ტანსაცმლის ფერებს, შესაფერისია: ყვითელი, ყავისფერი, ალისფერი და ოქროსფერი. სუფრაზე უნდა იყოს ეგზოტიკური ხილი და თევზის დელიკატესები.
თხის რქა
იყავით მხიარული, და ოპტიმისტური. შეყვარებულმა თხის რქებმა გამოავლინეთ გამბედაობა და შესთავაზეთ თქვენს საყვარელ ადამიანს დაქორწინება. თქვენი სამოსის ფერი უნდა იყოს შავი, მუქი მწვანე. რაც შეეხება მანდილოსნების მაკიაჟს, აქ გეძლევათ უფლება გარისკოთ. მისასალმებელია ნებისმიერი ექსპერიმენტი. უბრალოდ, ფრთხილად იყავით ალკოჰოლურ სასმელებთან. ფულის მოსაზიდად მოათავსეთ ყვავილების ქოთანი თქვენი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საახალწლო სუფრაზე, სხვა დანარჩენთან ერთად, უნდა იყოს ზღვის პროდუქტების კერძები.
მერწყული
კარგი იქნება საჩუქრების გაკეთება საკუთარი ხელით. შექმენით საახალწლო განწყობა, მეტი გერლიანდი და სანათი იყიდეთ დრაკონის ფიგურა და განათავსეთ ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. ეს მოიზიდავს ფულს და საინტერესო შეთავაზებებს. სუფრაზე უნდა იყოს ეგზოტიკური კერძები, ხილი და მწვანილი. რაც შეეხება ჩაცმულობას, შეეცადეთ, გააოცოთ სტუმრები.
თევზები
თევზებს დღესასწაულის წინა დღეს ყველაზე არაპროგნოზირებადი სიტუაციები და იდუმალი მოვლენები ელით. შეარჩიეთ შესაბამისი ჩაცმულობა. მანდილოსნებმა აქსესუარებიდან გამოიყენეთ მასიური სამაჯურები, ბეჭდები და დიდი საყურეები. მამაკაცებმა ნატურალური ტყავისგან დამზადებულ აქსესუარებს მიანიჭეთ უპირატესობა. სადღესასწაულო სუფრა გააწყვეთ თქვენი საყვარელი კერძებით.