ურთიერთობები გაჭირდება...რა უნდა გაითვალისწინოთ 28-იდან 31 მარტის ჩათვლით - ასტროლოგების გაფრთხილება

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ასახელებენ, რა მოვლენებით იქნება დატვირთული მიმდინარე კვირა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ იღბალი მოვიზიდოთ:

28 მარტი

ამ დღეს შესაძლოა, ადამიანებთან ურთიერთობა გაგიჭირდეთ, რადგანაც კომუნიკაცია შედარებით გართულებული იქნება. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სერიოზული მოლაპარაკებები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. ასევე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობებში გარკვეული ტიპის უთანხმოებები შეგხვდებათ. შეეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ, რადგანაც მცირე კამათმაც კი შესაძლოა, დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს.

29 მარტი 

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს ძალიან დიდ მოტივაციასა და განახლების სურვილს იგრძნობთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს, რადგანაც შესაძლოა, მათ შორის იყოს ის საქმე თუ წამოწყება, რომელიც სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ. ასევე, ეს დღე შესანიშნავია რაიმე ახალი საქმის წამოსაწყებად. დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველ კურსებზე, შეცვალეთ კვებითი ჩვევები, დრო დაუთმეთ საყვარელ ჰობის და შეიქმენით პოზიტიური განწყობა.

30 მარტი

ეს დღე შესაძლოა, მოულოდნელი ცვლილებებით იყოს სავსე, რომელიც მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგცემთ და სამომავლოდ კარგ პერსპექტივას შეგიქმნით. ამიტომაც, თუ რაიმე ახალი შეთავაზება, პროექტში ჩართვა, მონაწილეობის მიღება შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ და წარმატება თქვენ მხარეს იქნება.

31 მარტი

ამ დღეს შესაძლოა, დეპრესიულმა განწყობამ კვლავ შეგახსენოთ თავი და გაფიქრებინოთ, რომ თქვენ ირგვლივ არაფერი საინტერესო და სახალისო აღარ ხდება. დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად არიან, სწორედ ისინი მოგცემენ ძალას, რომ კვლავ დაიბრუნოთ მოტივაცია. გარდა ამისა, დაკავდით საყვარელი საქმიანობით, მოუსმინეთ მუსიკას, გაისეირნეთ და გახსოვდეთ, რომ სულ არსებობს თუნდაც ძალიან პატარა მიზეზი, რის გამოც შეგიძლიათ, თავი ბედნიერად იგრძნოთ.