იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
1727946864
ზოდიაქოს ნიშნებს თავიანთი მახასიათებლები არა მარტო ხასიათისა და ტემპერამენტის, არამედ დაავადებებისადმი განწყობისა და სწორი კვების მიხედვითაც აქვთ. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და მათი მოცილება გადაწყვიტეთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.
ვერძი – თქვენი ჯანმრთელობის გარანტი კალიუმის ფოსფატია, რომელსაც უხვად შეიცავს მარწყვი, თხილი და პომიდორი. ხოლო მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე საკვები და ტკბილეული. რაციონში შეიტანეთ ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. წონაში დასაკლებად ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტები დაგეხმარებათ.
კურო – ამ ნიშნით დაბადებულებს ნივთიერებათა ცვლის შენელებული პროცესი აქვთ. თქვენი ჯანმრთელობის რესურსია ნატრიუმის სულფატი, რომელსაც შეიცავს ხახვი, საქონლის ხორცი, შვრია და მარწყვი. ეს პროდუქტები ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს. მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული, ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა. თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტები და დაბალკალორიული დიეტები.
ტყუპები – ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად ვარდებიან სტრესში. ამ დროს კი შეუძლიათ, უზომოდ დიდი რაოდენობით ტკბილეული მიიღონ. თქვენს რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები, რომელსაც შეიცავს ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო და კარტოფილი. მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები. ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.
კირჩხიბი – ამ ნიშნის სუსტი ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმის ფთორიდს. რაციონში დაამატეთ მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. კარგია ნიორი, რომელიც სელენიუმს შეიცავს. თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია ბოსტნეულის წვნიანები, კეფირის ან ხაჭოს დიეტა.
ლომი – თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა შვრიის, წიწიბურასა და ხორბლის ბურღული, სოია, კაკაო, თევზი და კვერცხი. მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი საკვები, ტკბილეული და ალკოჰოლი. წონაში დასაკლებად კი შეარჩიეთ ციტრუსისა და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი – 20 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ