თავი შეიკავეთ საკუთარი სიმართლის მტკიცებისგან, მაინც ვერ შეძლებთ სხვათა დარწმუნებას - ვის აფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგია, ცეცხლი

საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში  გადასვლა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან გაგიჭირდებათ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია უმიზეზოდ წამოჭრილი კამათის სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდის ალბათობა. გაღიზიანების მიუხედავად, არ ღირს ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, რადგან შესაძლოა ახლა გაგიმართლოთ, მაგრამ მოგვიანებით ორმაგად მოგიწევთ ყველაფრისთვის გადახდა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელი პრობლემების დაძლევა მოგიწიოთ სახლში. 

თხის რქა – მეტად დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ რისკს და დაუფიქრებლად მოქმედებას. მოიმატებს გაუგებრობების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა, რაც ნდობას დაგაკარგინებთ და ურთიერთობას გაგირთულებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. თავი შეიკავეთ საქმის გარჩევისა და საკუთარი სიმართლის მტკიცებისგან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ სხვათა დარწმუნებას. უმჯობესია მოერიდოთ კონფლიქტს და თვალი დახუჭოთ სხვათა სისუსტეებზე. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ დოკუმენტაციის და ოფიციალური საბუთების გაფორმებისას, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. მოერიდეთ კაპიტალის დაბანდებას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას. 

მერწყული – რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და დაგეგმილი საქმეების მეტ-ნაკლებად შესრულებას, მაგრამ საერთო არასტაბილურობის ფონზე თქვენც მოგიწევთ პრობლემების დაძლევა, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, კაპიტალდაბანდებას და ფინანსურ ოპერაციებს, რადგან არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ვალის დაბრუნება ან პარტნიორებისთვის სოლიდური თანხის გადახდა. არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი წყალობით შეძლებთ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას. 

თევზები – რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული ჩაგეშალოთ წინასწარ დაგეგმილი პროექტები, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. არ აჰყვეთ ილუზიებს, რაც ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად შეფასებასა და სწორად მოქმედებაში. გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტრები. 

გეომაგნიტური დღეები – 12, 15, 17 და 18 ივნისი.

ასევე დაგაინტერებთ:

👉 საკმაოდ რთული კვირაა... ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება - ასტროლოგის გაფრთხილება

👉 VIDEO: ზოდიაქოს რომელ ნიშანს, რომელ ქვეყანაში აქვს წარმატების მიღწევის შანსი - რას ამბობს ეზოტერიკოსი

👉 მოულოდნელი სიურპრიზი, დაბრუნება წარსულში დატოვებულ ურთიერთობებთან - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის