ავიაკატასტროფის ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1735242591
წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში, თუმცა, ზოგისთვის 2024 წელი იღბლიანი, ზოგისთვის პირიქით ნაკლებად სანუგეშო იქნება, ზოგი მეტ სიცხადეს შეიტანს ურთიერთობაში, ზოგს პარტნიორთან მოუწევს დაშორება, ზოგს კი, განსაკუთრებით გაუმართლებს და სწორედ დრაკონის დახმარებით გაიცნობს ადამიანს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მთელ მის ცხოვრებას.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
კარიერა - მართალია, დრაკონი უამრავ გამოწვევას უმზადებს ვერძის ნიშნით დაბადებულებს, მაგრამ სწორედ 2024 წელს მისცემს მასშტაბური ცვლილებების განხორციელების, დაწინაურებისა და „საკუთარი ადგილის“ პოვნის საშუალებას. მთავარია, არ შეუშინდეთ სიახლეს, თამამად მოკიდოთ ხელი ახალ პროექტებს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ, მით უფრო, რომ მოზღვავებული ენერგიისა და ენთუზიაზმის ფონზე ნამდვილად ვერავინ გაბედავს თქვენთვის ხელის შეშლას.
პირადი ცხოვრება - დაქორწინებულ ვერძებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან 2024 წელი კონფლიქტებისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის. მეტიც, სწორედ ახლა შეძლებთ წვრილმანი უთანხმოების მოგვარებას და ოჯახური იდილიის შექმნას, მარტოხელა ვერძებმა კი, განსაკუთრებით თებერვალსა და ივლისში უნდა გაამახვილონ ყურადღება, რათა ხელიდან არ გაუშვან მოულოდნელი შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც დიდ ხნით უერთგულებს და ყველაზე საიმედო პარტნიორი გახდება.
ფინანსები - სტაბილური იქნება წელი ფინანსური თვალსაზრისითაც. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან წამოიწყოთ საკუთარი საქმე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს, მთავარია, არ გაჯიუტდეთ და არ თქვათ უარი ერთი შეხედვით რთულ და შრომატევად პროექტებზე.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კარიერა - მართალია, 2024 წელი კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ახალი პროექტებით, მრავალრიცხოვანი შეხვედრებითა და საქმიანი მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული, მაგრამ ვერც სირთულეებისგან შეძლებენ თავის დაღწევას, რისი მიზეზიც მათივე სიჯიუტე და პედანტიზმი გახდება. ნუ შეუშინდებით პრობლემებს! გამოიჩინეთ გონიერება, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და საკუთარი შესაძლებლობები, თამამად შეეჭიდეთ მასშტაბურ პროექტებს და შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
პირადი ცხოვრება - ნაკლებად სტაბილური და მეტად ემოციური იქნება კუროს პირადი ცხოვრებაც. მართალია, ის, ვინც „აქტიურ ძიებაშია“ წლის დასაწყისშივე გაიცნობს საინტერესო ადამიანს, ვისთანაც სიამოვნებით გაატარებს დროს, მაგრამ გაზაფხულზე დაღლილობასთან ერთად გაღიზიანებასაც იგრძნობს, ერთ დროს საინტერესო ადამიანი კი, უინტერესოდ მოეჩვენება და სინანულის გარეშე დაემშვიდობება. პრობლემები ელით დაქორწინებულ კუროებსაც, რომელთაც მეუღლესთან მუდმივი კამათი დაუკარგავს სიმშვიდეს, თუმცა თანდაყოლილი სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით მაინც შეძლებენ სერიოზული კონფლიქტების თავიდან არიდებას.
ფინანსები - მართალია, 2024 წელი საკმაოდ შემოსავლიანი იქნება, მაგრამ კომფორტისა და ფუფუნების მოყვარული კურო მეტს მოინდომებს, რამაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა სწრაფი შემოსავლის ძიებაში ისიც არ დაკარგოთ, რაც დიდი შრომით მოიპოვეთ.
ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)
კარიერა - 2024 წელს განსაკუთრებულ წარმატებას ხელმძღვანელ პოსტზე მყოფი ტყუპები მიაღწევენ, დანარჩენებს კი, კოლეგებსა და იმავე ხელმძღვანელებთან მოუწევთ კომპრომისების მოძიება. მართალია, ტყუპების ნიშნით დაბადებულები ყველასთან სწრაფად პოულობენ საერთო ენას, მაგრამ მაინც არ ღირს „მთელ სამყაროსთან“ დამეგობრება, რადგან ზოგჯერ მეგობრებმაც იციან დანაპირების მოთხოვნა, რაც ძალიან აღიზიანებთ თავქარიან და ზედაპირულ ტყუპებს, რომელთაც პრიორიტეტები და ადამიანებისადმი დამოკიდებულებაც ისევე ხშირად ეცვლებათ, როგორც გუნება-განწყობა. წლის მეორე ნახევარში მათ გაუმართლებთ, ვისაც პროფესიული განვითარება, სამსახურის შეცვლა ან საკუთარი საქმის დაწყება უნდა, თუმცა, არ ღირს კარდინალური ცვლილებების ლოდინი და იმედის ქონა, რომ ყველაფერი ერთ დღეში და თავისით შეიცვლება.
პირადი ცხოვრება - სერიოზული ცვლილებები ელით ტყუპებს პირად ცხოვრებაშიც, რადგან ბევრს მოუწევს ურთიერთობების დასრულება და პარტნიორთან დამშვიდობება. მართალია, ზოგი სიხარულით შეხვდება სიახლეს, მაგრამ ზოგი პირიქით, დიდხანს ვერ შეძლებს დანაკლისის ანაზღაურებას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება პარტნიორთან ურთიერთობისას, არ ღირს გაუთავებლად საკუთარ სურვილებზე საუბარი, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი უკმაყოფილება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას. ნაკლებად გაუმართლებთ მარტოხელა ტყუპებს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ შესაფერისი პარტნიორის მოძიება, თუმცა გულს მაინც არ გაიტეხენ და ჩვეული სიმსუბუქით, თავქარიანობით გააბამენ ფლირტს ნებისმიერთან, ვინც ერთი ნახვით მოეწონებათ.
ფინანსები - საკმაოდ შემოსავლიანი იქნება ტყუპებისთვის 2024 წელი, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტი ხელგაშლილობა და ფულის გაუაზრებლად ხარჯვა, რათა პრობლემები არ შეიქმნათ წლის მეორე ნახევარში. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და ავანტიურულ გარიგებებს, მართალია, ყოველთვის შესაშური ენთუზიაზმით პოულობთ უსიამოვნებებს, მაგრამ წელს ჯობია თავი შეიკავოთ რისკისა და მსგავსი ექსპერიმენტებისგან.
ასევე ნახეთ:
კვირის რომელ დღეს სჯობს თმის შეჭრა
იწვევს თუ არა წყლის ნაბახუსევზე დალევა გულის გაჩერებას
პირადი ცხოვრება, ფინანსები და კარიერა - ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს სამ ნიშანს