ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდეა - გაფრთხილება მოსახლეობას
1735295763
კვირის ყოველ დღეს ჰყავს თავის მფარველი პლანეტა, რომელიც კვებავს მას საკუთარი ენერგეტიკით და ტოვებს კვალს ყველაფერზე, რასაც კი ადამიანი აკეთებს იმ დღის განმავლობაში.
სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია.
მთვარის კალენდრის შედგენის დროს, ასტროლოგების მიერ გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთვარის ფაზები, მთვარის დღეები და ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფება მთვარე.
მთვარის ფაზები გავლენას ახდენს თმის ზრდაზე. სავსემთვარეობის და მზარდი მთვარის პერიოდში თმა უფრო სწრაფად იზრდება და ჯანსაღდება, ხოლო კლებადი მთვარის პერიოდში პირიქით, ანელებს ზრდას.
ამით შესანიშნავად სარგებლობენ ის ადამიანები ვინც ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად ქალები და ვაჟები, რომლებსაც თმის სწრაფად გაზრდა სურთ, თმას იჭრიან მზარდი მთვარის პერიოდში.
ხოლო ვაჟები, რომელებიც ატარებენ მოკლე ვარცხნილობას, სურთ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ იგი და თმის ზრდა შენელდეს, თმას იჭრიან კლებადი მთვარის პერიოდში.
თმის შეჭრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაავადდეს, ან ზიანი მიადგეს მის მეხსიერებასა და გონებას.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან მთვარე გამოხატავს ადამიანის კავშირს წარსულთან, ხოლო მზე აწმყოსთან.
მთვარე, ერთი თვის განმავლობაში ოთხჯერ „არყევს“ ჩვენს ფსიქიკას, გადადის რა ერთი ფაზიდან მეორეში. ფაზის შეცვლის დღეები მიიჩნევა კრიტიკულად, მათ სატანურ მთვარის დღეებსაც უწოდებენ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრათ თმები მე-9, 15, 23 და 29 მთვარის დღეებში.
ეს ძალიან არასასურველი დღეებია თმის შესაჭრელად და გარეგნობის მიმართ სხვა მანიპულაციების ჩასატარებლად.
თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თმა შეიჭერით ან შეიღებეთ არასსასურველ დღეს, ნუ განეწყობით ისე, რომ თქვენი თმის მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაუარესდეს, უბრალოდ იყავით ყურადღებით მომავალში და თქვენი თმები მუდამ მოვლილი, მიმზიდველი და ლამაზი იქნება.
კვირის რომელ დღეს სჯობს თმის შეჭრა
ორშაბათი (მთვარე) - კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ყველა ნეგატივი და და პრობლემები უკან მოიტოვოთ.
ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირა დღეს დაბადებულთათვის.
სამშაბათი (მარსი) - თმის შეჭრა ახალი ენერგიით აღგავსებთ, მოგანიჭებთ ძალას და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავიდან აგაცილებთ ცხოვრების მონოტონურობას. სასურველია ამ დღეს თმები შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა.
სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს და პარასკევს დაბადებულთათვის.
ოთხშაბათი (მერკური)- ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეთ მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი და გაიხსენოთ ძველი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს.
ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის.
ხუთშაბათი (იუპიტერი) - ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური ასპექტის პრობლემები. აგრეთვე: გახდეთ პოპულარული პიროვნება, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ ხშირად გაქვთ უსამართლობას და თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი შანსი წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.
ხუთშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.
პარასკევი (ვენერა)- თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. ამ დღეს ორგანიზმში შენელებულია ბიოქიმიური პროცესები. თმის შეჭრით თქვენ იცვლით არა მხოლოდ ვარცხნილობას, არამედ გარეგნობასაც. შესაძლოა დაამყაროთ პერსპექტიული კონტაქტები და ამით კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
შესაძლოა მოხდეს პირიქითაც. ამიტომ თუ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, კონტაქტები და მგზნებარე ხასიათის ბუნება გაქვთ, უმჯობესია თმის შესაჭრელად სხვა დღე აირჩიოთ.
რამდენადაც პარასკევი ნეიტრალური დღეა, იგი ვერ იტანს ზედმეტობას და შეიძლება დაგაკარგვინოთ შინაგანი წონასწორობა. ზოგადად, პარასკევს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და იცვლის სტრუქტურას.
თუ გსურთ პარასკევს სტილისტ/პარიკმახერთან ვიზიტს ჰქონდეს დადებითი შედეგი, უმჯობესია გადახედოთ მთვარის კალენდარს.
პარასკევს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს დაბადებულთათვის.
შაბათი (სატურნი) - შესანიშნავი, ყველაზე საუკეთესო დღეა თმის შეჭრისთვის. თუ ძველ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ დღეს შეჭრილ თმებთან ერთად, სუფთავდება კარმა, აღდგება თქვენი ბიოველი და თავისუფლდებით ნეგატიური გავლენებისგან.
ხდება ფსიქიკისა და მატერიალური კეთილდღეობის სტაბილიზაცია. ძლიერდება საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, აღდგება დაზიანებული თმის სტრუქტურა და თმა უფრო მაგარი და ჯანმრთელი ხდება.
შაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული კვირას დაბადებულთათვის.
კვირა (მზე) - არახელსაყრელი და ძალიან ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. თმის შეჭრასთან ერთად, შეძლება ზურგი შეგაქციოთ იღბალმა და კეთილდღეობამ.
ძველი გადმოცემების თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, კვირა დღეს თმის შეჭრა ცოდვადაც კი ითვლებოდა.
კვირა დღეს თმის შეჭრა და ბედის შეცვლა შეიძლება სცადონ მხოლოდ ქრონიკულად უიღბლო ადამიანებმა, რომელთაც ისედაც არ უმართლებთ ცხოვრებაში და ცუდად მისდით საქმეები ყველა მიმართულებით (თუმცა რაიმე სახის გარანტიები არ არსებობს).
თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს კვირას თმის შეჭრას, უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში, კვირას თმის შეჭრა განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის
პენსია იზრდება - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
1735292469