1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ასტროლოგები ასახელებენ, მიმდინარე კვირისთვის, რომელი დღეებია ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი საქმეების წამოწყებისთვის, თვითგანვითარებისთვის და მოტივაციის აღმოჩენისთვის და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
29 მაისი
ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით ესმის. შეეცადეთ, თქვენი გონება პოზიტიურ, იმედისმომცემ ფიქრებს დაუთმოთ და ნეგატიური ამბები არ გაიხსენოთ. თუკი თქვენი გონება, ფიქრები მიმართული იქნება იმისკენ, რომ, მიუხედავად სირთულეებისა და უამრავი პრობლემისა, ცხოვრება მშვენიერია და ყოველი გათენებული დღე ცვლილებების შანსია, სამყარო დაგეხმარებათ, რომ ეს შემართება შეინარჩუნოთ და არსებულ პრობლემებს გაუმკლავდეთ, უფრო ეფექტურად მოძებნოთ გამოსავალი და ნებისმიერი წარუმატებლობის შემდეგ, კვლავ დაიბრუნოთ მოტივაცია.
30 მაისი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და ახლობლებს დაუთმოთ. თუკი რაიმე ტიპის უთანხმოება და გაუგებრობა გაქვთ, ამ დღეს მიდით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან და დალაპარაკება სცადეთ. ეს დადებითი ენერგია საოცარ მოტივაციას მოგცემთ, რომ გააკეთოთ ის, რასაც ვერ ბედავთ, მაგრამ მთელი გულით გინდათ, გეშინიათ, თავდაჯერებულობა არ გყოფნით. უთხარით საყვარელ ადამიანებს, რომ გიყვართ, ნუ მოგერიდებათ გრძნობების გამოხატვის და თავადაც დადებით ემოციას მიიღებთ.
31 მაისი
ამ დღეს სამყარო ყველა ადამიანს საკუთარი შრომის შედეგს დაუბრუნებს და აჩვენებს, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ კიდევ უფრო მეტი და რა გამოსდით კარგად. თუკი ყურადღებას, შექებას, პოზიტიურ ფრაზებს, კომპლიმენტებს იგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რასაც აკეთებთ, სწორი მიმართულებით მიდის. თუ უკმაყოფილო ხართ, იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ სამომავლოდ, რომ არსებული სიტუაცია შეცვალოთ.
1 ივნისი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს უფრო მეტი დრო საკუთარ თავსა და დასვენებას დაუთმოთ. აირჩიეთ მშვიდი გარემო, მოუსმინეთ თქვენს შინაგან სურვილებსა და შფოთვებს. დაფიქრდით, რა გჭირდებათ რეალურად ბედნიერებისთვის და რა - არა. საკუთარ თავზე დაკვირვება ბევრ მნიშვნელოვან პასუხს მოგცემთ და გაგიხსნით გზას, რომ უკეთესად იცხოვროთ.
2 ივნისი
ამ დღეს იგრძნობთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად და სწრაფად გამოგდით, ვიდრე წინა პერიოდებში. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ყველა ის საქმე, რომელსაც ახლა დაიწყებთ, წარმატებული და იღბლიანი იქნება. მიუბრუნდით იმ საკითხებსაც, რომლებიც შუა გზაზე დატოვეთ და გაგრძელების მოტივაცია აღარ გქონდათ. ახლა შეძლებთ, რომ სწორი გამოსავალი იპოვოთ. წყარო
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა...“ - რას ამბობს მოკლული 25 წლის გიორგი მირზაშვილის დედა