1728312638
თაკოს მეორე კაბა, ბრილიანტის საყურე, მარგალიტებიანი ჩანთა... - რომელი ქართული ბრენდები ამშვენებდა თაკო ნაცვლიშვილს ქორწილში
ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი დაოჯახდა. თაკოს რჩეული ოთო ხუროძეა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა.
თაკოს ქორწილში ორი კაბა ეცვა. პირველი კაბა მან ცერემონიალზე ჩაიცვა.
აღნიშნული კაბის შემქმნელი ამერიკელი დიზაინერი ვერა ვონგია.
მეორე კაბა კი, რომელიც თაკომ მოგვიანებით მოირგო materieltbilisi-ის ეკუთვნის.
გარდა კაბებისა, საზოგადოების ყურადღება მიიქცია აქსესუარებმა, რომლებიც პატარძალს ამშვენებდა.
როგორც ცნობილი ხდება, სათვალე, რომელიც თაკოს ქორწილში ეკეთა ცნობილ ქართველ დიზაინერს, გიორგი ქებურიას ეკუთვნის.
რაც შეეხება მარგალიტებიან ჩანთას, ის ქართული ბრენდის O’SEVEN ELEVEN შემოქმედებაა.
ყურზე კი თაკოს ასევე ქართული ბრენდის Bioligems-ის მიერ შექმნილი ბრილიანტის საყურე ეკეთა.