„შაბათ-კვირას ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან ტენდენციებზე საუბრობს და ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებით მიმართავს.

მოვიდა პერიოდი, როცა ჩვენ გვჭირდება ცოტა მეტი გაფრთხილება, წინდახედულობა, მოთმინება, თავდაჭერა. ამ კვირაში, არ იყოთ ზედმეტად ხისტი გამონათქვამებში. 

მიმდინარე კვირაში ოთხი გეომაგნიტური დღეა - ორშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. გავითვალისწინოთ, რადგან ამინდი მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე მოქმედებს. პირველ რიგში, წნევას მივაქციოთ ყურადღება. 

შაბათ-კვირას ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს. შაბათს პლანეტა სატურნი რეტროგრადული ხდება, ანუ უკან მავალი. ეს ნოემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს და მნიშვნელოვანია, რადგან გვაბრუნებს ძველ ხელმძღვანელობასთან, ძველ სამსახურთან, ძველ პროექტებთან ან ძველ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებთან, რომელიც არასწორად წარიმართა, არასწორად იმუშავა ან არ წარიმართა. მათი გადახედვა და ახლებურად წარმართვის დრო მოდის... ახლა გვეუბნებიან, რომ მივაქციოთ ყურადღება რა არ გავაკეთეთ სწორად. 

მეორე, კვირა - კვირას გვაქვს ახალი მთვარე, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია მზის და მთვარის შეერთება. ერთმანეთს შეხვდებიან, მაგრამ ვერ ჩაეხუტებიან, რადგან ომში არიან ერთმანეთთან.

შაბათს საღამოს და კვირა დღეს ფრთხილად იყავით, რადგან დაძაბულობა და მოტყუების მცდელობა მოიმატებს. საქმის გარჩევების ტენდენცია მოიმატებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სასუნთქ სისტემას, ფილტვებს და ყურადღებით ვიყოთ სხვათა ინფორმაციის მოწოდების დროს, გადაამოწმეთ. 

კვირა დღეს ლითონის მონეტა აჩვენეთ მთვარეს, ეს ბარაქას მოიზიდავს.“ - აცხადებს ცაგარელი „იმედის დღეში“.

ასევე ნახეთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

,,გამოიყენეთ შანსი" - 5 წარმატებული და იღბლიანი დღე ივნისში

ქორწინების კოდი: როგორ გავარკვიოთ ქორწინების საუკეთესო ასაკი დაბადების თარიღის მიხედვით