რომელია 6 ყველაზე მოსაწყენი ზოდიაქოს ნიშანი

ჰოროსკოპი

რომელია 6 ყველაზე მოსაწყენი ზოდიაქოს ნიშანი:

1. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე უფრო მოსაწყენები არიან. მათ არ შეუძლიათ რაიმის მიმართ აღფრთოვანება გამოხატონ. რაც უნდა გააკეთოთ, მას მაინც ერთნაირი ემოცია ექნება ყველაფერზე და იძულებული იქნებით, თქვენც მოიწყინოთ. ზოდიაქოს არც ერთი ნიშნის ადამიანებს არ შეუძლიათ იყვნენ ისეთი მოსაწყენები, როგორც მერწყულს. 

2. სასწორი - სასწორთან დაკავშირებულია ბალანსი. ის პრაქტიკულია და წარმოსახვის უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული. ის პასიური ადამიანია და მის გვერდით მუდამ მოწყენილობაა. მუდამ სერიოზულია, არ ხუმრობს, არ იცინის, არ აჰყვება გარშემომყოფების მხიარულებას და სხვებსაც ცუდ განწყობაზე აყენებს. 

3. ვერძი - შესაძლოა, გიკვირთ და ფიქრობთ, რომ ეს აქტიური ზოდიაქოს ნიშანი როგორ შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ რეალურად მის გვერდით ყოფნა ნამდვილად მოწყენილობასთანაა დაკავშირებული. ვერძს ყველა საქმის საკუთარ თავზე აღება უყვარს. სხვების ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. დანარჩენებს არაფერს უტოვებს გასაკეთებლად, რაც მის გვერდით ყოფნას მოსაწყენად აქცევს. თუ გადაწყვიტა, რომ უნდა გამუშაოთ და საქმე გაგაკეთებინოთ, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ. ბოლომდე გაგაკონტროლებთ რომ საქმეზე კონცენტრირდეთ და დრო სხვა არაფერს მოახმაროთ, რაც რა თქმა უნდა, მოსაწყენია.

4. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მხოლოდ ერთ საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. არ მოსწონთ მრავალფეროვნება, არ უყვართ გართობა. მათ გარშემო მუდამ საქმე, ერთფეროვნება და მოწყენილობაა. 

5. თევზები - თევზების საყვარელი საქმიანობა მოწყენილობა, დეპრესიაში ყოფნა და ტირილია. მას გარშემომყოფებისგან ყურადღება სურს და ვერ იგებს, თუ რატომ არ არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში. ადამიანები ამის გამო მათ გაურბიან, რადგანაც მუდმივად დეპრესიულ ადამიანთან ყოფნა მოსაწყენია. 

6. მორიელი - მორიელს არ უყვარს მრავალფეროვნება. მართალია, სექსუალური და საიდუმლოებით მოცულია, მაგრამ მაინც არ არის მის გვერდით ყოფნა საინტერესო. საიდუმლოების ამოხსნის მცდელობაც ჰბეზრდებათ ადამიანებს და უბრალოდ ძალიან იწყენენ მორიელების გვერდით. ისინი გამუდმებით პრობლემებზე, თავიანთ ტკივილზე, წარუმატებლობაზე საუბრობენ. ვინმეს მოსწონს მუდამ მსგავს საკითხებზე საუბარი?!

ასევე ნახეთ:

„ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს... დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან...“- დაუჯერებელი სასწაული

„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა