როგორი პროფესია შეეფერება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ჰოროსკოპი

თუ ფიქრობთ: „მეზიზღება ეს სამსახური“, ეს შეიძლება იყოს თქვენი ზოდიაქოს გავლენა, რომელი ნიშნითაც დაიბადეთ და სულაც არა სიზარმაცე, როგორც ამას დედა, უფროსი და ან სხვა ოჯახის წევრი გეუბნებათ.

ვერძი

ვერძი დაბადებულია ლიდერად, მათ უყვართ დებატები, რადგან იმარჯვებენ, ურყევად იცავენ საკუთარ აზრს. ვერძისთვის იდეალური სიტუაციაა ახალი პროექტის დაწყება და პირველი მნიშვნელოვანი მიღწევების შემდეგ მისი გადაცემა სხვა ადამიანებზე, რადგან რუტინა კლავს ვერძს.

იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც გულისხმობს კონკურენციას და ფიზიკურ აქტივობას. საოფისე გარემოში - ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობა. გუნდში მხოლოდ მაშინ იქნებით, თუ დაიწყებთ სხვა ადამიანების აზრების პატივისცემას. როგორი კარდინალური ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს 2024 წლის პირველ ნახევარში


კურო

კურო უკიდურესად პრაქტიკული და თანმიმდევრულია მიზნების მიღწევაში. ისინი კარგად ასრულებენ ხელმძღვანელის მოვალეობებს, შეუფერხებლად და მეთოდურად, მაგრამ ასევე კარგად შეუძლიათ გუნდური მუშაობა, როგორც ჩვეულებრივ თანამშრომელს. მათი ჯიუტი და თავშეკავებული ბუნება შეიძლება ოდნავ შემაძრწუნებელი იყოს, მაგრამ მათ ყოველთვის აფასებენ მათი საიმედოობისა და შრომისმოყვარეობის გამო.

იდეალური კარიერა: კურო ბედნიერია ისეთ ადგილებში, სადაც ფასდება შეუპოვრობა და თავდადება. კუროს ახასიათებს სილამაზისადმი ლტოლვა, ამიტომ ისინი კარგად გრძნობენ თავს ესთეტიკის სფეროში. ფლორისტები, საკონდიტრო მზარეულები, ინტერფეისის დიზაინერები - ეს პროფესიები კუროს რუტინისა და სილამაზის სრულყოფილ კომბინაციას აძლევს. ასევე, კუროებს შორის ბევრი შესანიშნავი ფინანსისტია, რაც გასაკვირი არ არის მათი მენტალიტეტის გათვალისწინებით. 

 

ტყუპები

ტყუპებს მრავალფეროვნება სჭირდებათ. მათი მოწოდებაა სწრაფად მზარდი კომპანიები, სტარტაპები ან პროექტებზე მუშაობა. ტყუპ ბუღალტერზე სევდიანი არავინაა, ეს დანგრეული ოცნების განსახიერებაა. თქვენ ყველაფერს სწრაფად აგვარებთ, ეს ხშირად იწვევს იმას, რომ თქვენ არაფერი გაქვთ გასაკეთებელი, რადგან უკვე გააკეთეთ ყველაფერი.

იდეალური კარიერა: მრავალფეროვნება. ყველაფერი, რაც საჭიროებს ინფორმაციის გადაცემას, ამიტომ სწავლება და კომუნიკაცია იდეალურია თქვენთვის. ძალიან აქტიური გონება გაქვთ, ამიტომ თქვენთვისაა ჟურნალისტიკა, პიარი და რეკლამა. პროექტის მენეჯერობაც ასევე კარგი არჩევანია.
 
კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე კონსერვატიული, ტრადიციული ნიშანია. ამიტომ ისინი ყველაფერს, რაც ეხება კონტროლსა და აღრიცხვას, მარტივად და სიამოვნებით აკეთებენ. თქვენთვის საუკეთესო სამუშაო გარემო არის ის, სადაც რეგულარულად აწვდით პროგრესის ანგარიშებს და მიიღებთ უკუკავშირს.

იდეალური კარიერა: კირჩხიბებისთვის შესაფერისია აღმზრდელად ან მენტორად მუშაობა. მაგრამ ამავე დროს, ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან სამართლიანობის, კონტროლისა და ლიდერობის ფუნქციებს. როგორც სამყაროს გამართული ფუნქციონირების ზედამხედველი, კირჩხიბი ძალიან კარგი ექიმიცაა.


ლომი

ლომებს დიდება და ყურადღება სჭირდებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყოველთვის აწუხებთ ფრაზა „შემომხედე“. არა, ლომები შესანიშნავი შთამაგონებლები არიან. მათ უბრალოდ უყვართ ყურადღება.

იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მხატვრულობასთან და საჯარო გამოსვლებთან, მსახიობობიდან პოლიტიკამდე და სწავლებამდე. ლომებისთვის მნიშვნელოვანია თავი შეუცვლელად იგრძნონ, ამიტომ კარიერა სამედიცინო სფეროში ასევე შესაფერისია მათთვის.

 


ქალწული

ქალწული ყველა ნიშანს შორის ყველაზე აუტანელი პერფექციონისტია. ამავდროულად, თანამგრძნობი, ამიტომ თვისებების ეს კომბინაცია ქალწულს საუკეთესო ლიდერად აქცევს. სხვა საკითხებთან ერთად, თქვენ ხართ იდეალური მუშაკი იმ სფეროში, რაც მოითხოვს ყურადღებას და ადამიანებთან კომუნიკაციას.

იდეალური კარიერა: მომსახურების ინდუსტრია, გაყიდვები. ქალწულის საფუძვლიანობა და ზედმიწევნითობა მათ საშუალებას აძლევს გახდნენ რედაქტორები, თარჯიმნები ან გამომძიებლები.


სასწორი

სასწორი წონასწორობის ნიშანია. მათ ხშირად მიიჩნევენ ზედმეტად მერყევ ნიშნებად. ისინი მუდმივად აანალიზებენ შედეგებს. არიან შუამავლები, ესმით სხვა ადამიანების გრძნობები და მოტივები და ცდილობენ მიიღონ რაც შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება.

იდეალური კარიერა: მართლმსაჯული, სამართალდამცავი ან დიპლომატი. რადგან კარგი დამოკიდებულება გაქვთ ხალხის მიმართ, ნებისმიერი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია მომსახურებასთან, თქვენთვის კარგი იქნება.


მორიელი

საიდუმლოებებით აღსავსე ნიშანი. უყვარს ანალიზი და გამოკვლევა. იდეალური დაზვერვის ოფიცრები, გამომძიებლები და დიაგნოსტიკური ექიმები არიან. ასევე, ჰაკერებიც.

იდეალური კარიერა: გარდა აღნიშნული პროფესიებისა, მორიელები შესანიშნავად ახერხებენ კრიზისის მართვას ან რთული პროცესების ორგანიზებას. ყველაფერში ჩაღრმავების უნარის წყალობით, სხვებზე უკეთ ესმით რა ხდება. ამიტომ ფინანსური დირექტორების, რესურსების მენეჯერების თუ ლოგისტიკის მენეჯერების კარიერაც მათთვის ძალიან კარგია. 

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები შესანიშნავად ეგუებიან ახალ პირობებს და ბევრ საერთოს პოულობენ ადამიანებთან.

იდეალური კარიერა: მშვილდოსნებისთვის საუკეთესო სამუშაო იქნება ის, რაც საჭიროებს ხშირ მოგზაურობას ან მივლინებებს. არ გიყვართ ერთფეროვნება, ამიტომ უფრო დაინტერესებული ხართ საპროექტო აქტივობებით ან კონსულტაციებით.


თხის რქა

თხის რქა სერიოზული და პრაგმატული, ორგანიზებული. თქვენ გაქვთ ქარიზმა და ენთუზიაზმი, დაიკავოთ ლიდერული პოზიციები და წარმატება მოუტანოთ გუნდს.

იდეალური კარიერა: მსხვილი მწარმოებელი კომპანიები სამუშაოს განსაზღვრული ტემპით და იერარქიით. მნიშვნელოვანია თხის რქებმა იცოდნენ, რომ მოვალეობების სწორად შესრულებით ადრე თუ გვიან გადავლენ ლიდერობის შემდეგ საფეხურზე. ისინი ასევე არიან შესანიშნავი ინჟინრები და არქიტექტორები.


მერწყული

მერწყულები ზოდიაქოს ჰიპები არიან. მათ აქვთ თავისუფალი გონება და მოულოდნელი იდეები. მერწყულებს შეუძლიათ იმუშაონ ძილისა და დასვენების გარეშე, თუ საქმე ამას მოითხოვს. თქვენი იდეები, როგორც წესი, შეუძლებლად აღიქმება, ამიტომ მოთმინებით იმოქმედეთ თქვენი იდეების განხორციელებისას.

იდეალური კარიერა: მეცნიერება ან ტექნოლოგია, განსაკუთრებით თუ ის მოიცავს კვლევას. გრაფიკული დიზაინი ან ფოტოგრაფია. პროექტების მენეჯმენტშიც კი, მერწყულები იდეალურები არიან, რადგან ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს იქ, სადაც ყველა ხედავს დაბრკოლებებს. მათ არ შეუძლიათ ბიუროკრატიისა და მკაცრი იერარქიის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა. ეს თრგუნავს მათ თავისუფლებისმოყვარე სულს და იდეებს. სწორედ ამიტომ არის მერწყულებს შორის ამდენი მარტოხელა ხელოვანი, მეწარმე და ფრილანსერი.


თევზები

თევზები ძალიან მოქნილები არიან პროფესიის არჩევისას. თქვენ ადვილად ცვლით ერთს მეორით, რადგან ადაპტაციის უნიკალური უნარი გაგაჩნიათ. თანამგრძნობი და მგრძნობიარე ხართ ადამიანების მიმართ. თქვენი ინტუიცია ძალიან განვითარებულია.

იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მედიცინასთან და ადამიანების დახმარებასთან. დახვეწილი გონებრივი ორგანიზაცია ეხმარება თევზებს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ხელოვნების სფეროში: ცეკვაში, მუსიკასა და თეატრში.

ასევე ნახეთ:

„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძე

VIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე