თბილისში წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1730228123
რა ბედი მოუმზადეს ვარსკვლავებმა და პლანეტებმა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. მოუსმინეთ საკუთარ თავს და კარგად დაფიქრდით – გულის სიღრმეში იცით, რომ რაც აქ წერია, წმინდა წყლის სიმართლეა.
ვერძი
ვერძები მთელი ცხოვრება ცხოვრების აზრის ძიებასა და სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ. ისინი ყველაფერს მაღალ თამასას უყენებენ, არ ცხოვრობენ სინდისის საწინააღმდეგოდ და არ მისდევენ თავიანთ მიწიერ სურვილებს.
კურო
კუროებისთვის მნიშვნელოვანია თავიანთი ფინანსური კეთილდღეობა. ხშირად ფინანსების დევნაში ეს ადამიანები ივიწყებენ პრინციპებს, ჰყვებიან ცდუნებებს და წვრილმანდებიან. ასე რომ არ მოხდეს და მწარე შეცდომების შემდეგ ტანჯვა რომ თავიდან აიცილონ, მათ თავიანთ სინდისს უნდა უგდონ ყური და დაუფიქრებელ, „გიჟურ“ ნაბიჯებზე უარი თქვან.
ტყუპი
ტყუპები მიჩვეული არიან ყველაფერი ორი მხრიდან დაინახონ, ეს კი მათ ცხოვრებას ხშირად „უფუჭებს“. მათ უნდა ისწავლონ პრიორიტეტების სწორად განაწილება და არჩეული გზის ბოლომდე ერთგულება. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ, რომ ცხოვრების ბოლოს არაფერზე ინანონ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს მერყეობა სჩვევიათ, ეჭვები და კომპლექსები აწუხებთ. მათი საკუთარ თავთან ბრძოლა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ეს რომ არ მოხდეს, მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის ხელში აყვანა და თავისი თავის რწმენა. მთავარია, მათ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ამ ცხოვრებაში, სადაც ჰაერი გაჟღენთილი იქნება კომფორტით და სადაც ისინი მოდუნებას შეძლებენ.
ლომი
ლომების მთავარი პრობლემებია ეგოიზმი, ამპარტავნობა და საყოველთაო თაყვანისცემისკენ სწრაფვა. საშინელი შეცდომებისგან რომ თავი დაიცვან, მათ უნდა მოდრიკონ სიამაყე და ისწავლონ თავიანთი ახლობლების დაფასება.
ქალწული
ქალწულებს ეჭვები საკუთარ ძალებში ძალიან ხშირად უშლის ხელს თვითრეალიზებაში. არადა, მათ ამისთვის ყველა თვისება აქვთ – ჭკუა, სუფთა სინდისი და ნიჭი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ასევე უნდა გააცნობიერონ საკუთარი შეცდომები და ეცადონ, რომ ეს შეცდომები აღარ გაიმეორონ. ნახეთ სრულად
LIVE: ცესკოში საგანგებო ბრიფინგია
1730228956