1728499899
პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღე ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის. ეცადეთ, შემოიფარგლოთ საკუთარი საქმეებით. დაიცავით წესრიგი თქვენს პირად სივრცეში.
კურო
დღე შესაძლოა, ნაყოფიერი იყოს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების კუთხით. შეგიძლიათ იყოთ ინიციატორი როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში, თუმცა, მოერიდეთ რადიკალურ ქმედებებს.
ტყუპები
ნებისმიერი საქმე წარმატებულად ვითარდება. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.
კირჩხიბი
ეცადეთ, დღე მშვიდ ვითარებაში გაატაროთ, ნუ შეგაშინებთ შფოთი და ხასიათის ცვალებადობა. თავი შეიკავეთ გარჩევებისა და კამათისგან. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ლომი
შესაძლოა, კარგი იდეები მოგივიდეთ, როგორც საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ზოგიერთი საკითხის საკორექციოდ. ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას, ყველაფერი კარგად გათვალეთ.
ქალწული
იყავით მეტად მოქნილი და თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებიდან. დაკვირვებულობა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
სასწორი
იყავით გაბედული და აქტიური. ნუ იზარმაცებთ, მკაფიოდ დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ სფეროში, სადაც თვლით, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება.
მორიელი
მოუსმინეთ ინტუიციას, ნუ მოტყუვდებით ლამაზი სიტყვებით. დღის მეორე ნახევარი გაატარეთ საიმედო ხალხთან და ოჯახის წევრებთან.
მშვილდოსანი
ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დღესაც არ გიღალატებთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ მათ, ვისაც ახალი პროექტის დაწყება გსურთ. დაიცავით ზომიერება ხარჯებთან დაკავშირებით.
თხის რქა
იყავით დაკვირვებული და ნუ დააგდებთ ტემპს. საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, თუმცა, მიუხედავად მაცდუნებელი წინადადებებისა, ახალი წამოწყებებისთვის მომდევნო კვირა შეარჩიეთ.
მერწყული
ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან სფეროს. თუ არ იზარმაცებთ, აუცილებლად მიიღებთ თქვენი შრომის შედეგს.
თევზები
დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, ნუ მოეშვებით, იყავით დაკვირვებული და აქტიური. შესაძლოა მოგიწიოთ სამოგზაუროდ წასვლაც.