ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით, რომელიც სასიხარულო ამბებს მოგიტანთ

ასტროლოგია

მოგინდებათ თავი დაცულად იგრძნოთ. მოგეჩვენებათ, რომ თქვენ გარშემო ქაოსია, ყველაფერი თავზე გაყრიათ, ყველას საქმე თქვენი მოსაგვარებელია. შეიძლება, გააძლიეროთ უსაფრთხოების ნორმები სახლში, ოჯახში ყველას თავისი ფუნქცია გაუნაწილოთ. ან სამსახურში გახდეთ მეტად შეკრული კოლექტივში. უნდა მოიცილოთ ან შეიმსუბუქით ის ტვირთი, რასაც აქამდე ათრევდით.

8-12 ოქტომბრის პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ამ დღეს რამდენიმე პლანეტა უსიამოვნო ასპექტს ქმნის ერთმანეთთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოიმატებს პრობლემებური სიტუაციების ალბათობა, თავს შეგახსენებენ ძველი უსიამოვნებებიც. იყავით ობიექტური.

9 ოქტომბერს  მარსი-პლუტონს ეჩხუბება. აკონტროლეთ ემოციები, ნუ გგონიათ, რომ ყველა ცუდად არის თქვენ მიმართ განწყობილი. გადახედეთ საკუთარ თავს, ქმედებებს და გაარკვიეთ, რომელი სფერო გაქვთ მოსაწესრიგებელი, სად გჭირდებათ ტრანსფორმაცია და გააქტიურდით.

12 ოქტომბერი — მარსი მორიელში გადავა. მოიმატებს შეხვედრები და-ძმებთან, მეგობრებთან, მაგრამ ეცადეთ, არ გაართულოთ მათთან დამოკიდებულება, – ზოგადად, კომუნიკაცია. შეიძლება მოგინდეთ სწავლა, ახლის შესწავლა. აგრეთვე – ახალი კომპიუტერული ტექნიკის ან გადაადგილების საშუალების. ან ისწავლით ავტომობილის მმართვას.

14 ოქტომბერი — ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გველოდება სასწორის ნიშანში. ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიხურება 28-ში. მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ რა უნდა მოიმოქმედოთ მომავალში ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, უნდა დააბანდოთ ფული საკუთარ თავში, განათლებაში, ჯანმრთელობაში, ძვირად ღირებულ ნივთებში. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: 8 მიზეზი, რომელიც უიღბლობას იწვევს - ნახეთ, საყურადღებო რჩევა

„არ მეშინია, იმიტომ, რომ ძლიერ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც გოგონებიც პატრიოტები არინ“ - რას წერს ქართველი ისრაელიდან