1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„არ მეშინია, იმიტომ, რომ ძლიერ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც გოგონებიც პატრიოტები არინ, ჯარს არ გაურბიან, სადაც ყველა პატრიოტია და ერთმანეთს კი არა, მტერს ებრძვიან… ამაშია ჩვენი ძალა. ტერორისტებს კი, წუთები დათვლილი აქვთ.
ჰოდა, ამის შემდეგ, მიდით, კიდევ გაამართლეთ ტერორისტები. თითქმის ბავშვი ჯარისკაცი გაიტაცეს და საშინელება უქნეს.
ვინც იტყვის, რომ ისრაელი იწყებს ომს პირველი და პალესტინას ატერორებს, გისურვებთ, იმ ბავშვის ბედიო გეწიოთ…
ჩვენ, სხვებთან შედარებით, არა გვიშავს, მხოლოდ ვიბომბებით… ცენტრში ვართ, ტერორისტები კი, მოსაზღვრე ქალაქებში არიან შეპარული…“ – წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი ხათო შალამბერიძე.
ცნობისთვის, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.