„ლომებმა უნდა მოთოკონ თავიანთი ეგოიზმი“ - როგორია ზოდიაქოს ნიშნების კარმული გზა

ასტროლოგია

მომავალში რომ შეცდომებს თავი ავარიდოთ, ვნახოთ და გავითვალისწინოთ, რა ბედი ერგო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რა უწინასწარმეტყველეს მათ ვარსკვლავებმა დაბადებისას.

ვერძი

ვერძები მთელი ცხოვრება სამყაროს საიდუმლოს შეცნობას, საკუთარი სულის ყველა კუთხე-კუნჭულში ჩაწვდომას ცდილობენ; ყველგან ყოფის აზრს ეძებენ. ცხოვრობენ საკუთარ სინდისთან თანხმობაში და ცდილობენ მიწიერი სურვილების მონა არ გახდნენ.

კურო

კუროებისთვის მთავარია, დააფასონ ბუნებისგან ბოძებული და არ დაწვრილმანდნენ. ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლაში მათ შეუძლიათ არასასურველი საქციელის ჩადენა. ბოლოს რომ მტკივნეული არ იყოს, ჯობს თავიდანვე აირიდონ თავიდან ცდუნებები და სინდისის კარნახით იმოქმედონ.

ტყუპი

ტყუპებმა პრიორიტეტების სწორად განაწილება უნდა ისწავლონ; შეწყვიტონ სამყაროს ორსახოვანი მანერით აღქმა. როცა ახალ საქმეს დაიწყებენ, თავი მთლიანად მას უნდა მიუძღვნან. მხოლოდ მაშინ იქნება იღბალი მათ მხარეს.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ცხოვრებაში თავიანთი ადგილი უნდა იპოვონ იქ, სადაც სიმყუდროვე და კომფორტი იქნება. როდესაც თავიანთ მერყეობას გადალახავენ, თავიანთი იდეების რეალიზებას შეძლებენ. მთავარია, ისწავლონ ემოციური მდგომარეობის მართვა და არასდროს აჰყვნენ პანიკას.

ლომი

ლომებმა უნდა მოთოკონ თავიანთი ეგოიზმი, შეწყვიტონ სწრაფვა საყოველთაო გაღმერთებისკენ და განავითარონ საკუთარი თავი სულიერად და ფიზიკურად. ხოლო როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვიან, დააფასონ და გაუფრთხილდნენ მას.

ქალწული

ბუნებისგან ბოძებული გონება ქალწულებს ცხოვრებისეულ გზაზე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება, მაგრამ იმ პირობით, თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებენ. ქალწულებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი საკუთარი შეცდომებისგან და აღარ დაუშვან ისინი. სრულად