„კარგი დროა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ“ – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

საფულე

ახალი მთვარე მერწყულში 9 თებერვალს პოზიტიურ ენერგიას შემოიტანს, რომელიც დაკავშირებულია კოლექტიურ აქტივობებთან. ეს არის დრო პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

კვირის ბოლო დღეებში არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პროფესიულ სფეროში. უმჯობესია შაბათი და კვირა სახლში გაატაროთ და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მოგზაურობას.

ვერძი

ეს კვირა სავსე იქნება უჩვეულო მოვლენებით და ახალი შესაძლებლობებით! თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. დადებითი ენერგიით სავსე იქნებით, ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ გაბედული ნაბიჯები გადადგათ და თქვენი ძალების გჯეროდეთ. შესაძლებელია დაწინაურება, დიდი ხნის დავიწყებული ვალის დაბრუნება, მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და სხვა საინტერესო მოვლენები.

კვირის ბოლოს მოულოდნელი შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, აღადგინოთ დაკარგული კავშირები და ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ შეიტყოთ, რაც ძალიან გამოგადგებათ. სასიკეთო დღეები: 6, 9. არასასიკეთო დღე: 10.

კურო

ნაყოფიერი, წარმატებებით სავსე კვირა გელით პროფესიულ ასპარეზზე. ვარსკვლავების განლაგება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა და ფინანსური კეთილდღეობისთვის კარგ პირობებს ქმნის. ოთხშაბათს საინტერესო სიახლეები და კონსტრუქციული წინადადებები გაგახარებთ. პარასკევი იდეალურია მეგობრებთან შესახვედრად. კვირის ბოლოს შეეცადეთ, იყოთ უფრო მეტად მომთმენი საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც ყველანაირად შეეცდებიან წონასწორობიდან გამოგიყვანონ.

წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზეც. ირგვლივ სხვადასხვა ჯურის მთხოვნელები იქნებიან, ამიტომ რეკომენდებულია მტკიცედ თქვათ „არა“ უმეტეს მოთხოვნაზე. ეს ეგოიზმი კი არ არის, არამედ საღი აზრია.

სასიკეთო დღეები: 5, 8.არასასიკეთო დღე: 11.

ტყუპი

ფრთხილად იყავით ფულის საკითხებში, განსაკუთრებით ორშაბათს: სხვა დროისთვის გადადეთ დიდი ინვესტიციები, ძვირადღირებული შესყიდვები და სესხების აღება.

ზოგადად, ამ კვირაში ძალიან პოზიტიური ცვლილებებია შესაძლებელი როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმეებში. ბევრი პრობლემა მოულოდნელად თავისთავად მოგვარდება. ადვილად იპოვით საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან და სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ. შესაძლებელია გავლენიან ადამიანთან დაახლოება. მოემზადეთ მოულოდნელი შემოთავაზებებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის.

შაბათი შესანიშნავი დღეა პაემნისთვის ან სტუმრების მისაღებად. სასიკეთო დღეები: 7, 10. არასასიკეთო დღე: 6.

კირჩხიბი

ამ კვირაში ბევრი ცხოვრებისეული საკითხი მშვიდად და დაძაბულობის გარეშე მოგვარდება. მთელი კვირა შემოქმედებითი შთაგონებითა და ახალი იდეებით იქნება სავსე. ვარსკვლავები მიუთითებენ თქვენს პოტენციალზე ხელოვნებაში, გახსენით საკუთარი თავი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის.

შეიძლება ხანგრძლივმა დაძაბულობამ და დაღლილობამ თავისი ქნას. თუ გასულ წელს შვებულებაში გასვლა ვერ მოახერხეთ, ახლა სწორედ დროა, რომ დაისვენოთ. დიდია ზედა სასუნთქი გზების დაავადების რისკი, გაფრთხილდით, ამინდის მიხედვით ჩაიცვით (მით უფრო, რომ ამ დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი) და ეცადეთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

ხუთშაბათი კარგი დღე იქნება ძველი საქმეების დასასრულებლად. შაბათი ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის. სასიკეთო დღეები: 5, 9. არასასიკეთო დღე: 7.  წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

„დიდი შანსია, რომ თქვენს მომავალ რჩეულს სწორედ ამ წრეში შეხვდეთ...“ - ვის უმზადებს სიურპრიზებს ახალი მთვარე

გაითვალისწინე ეს წესები, რომ 9 თებერვალს თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და წარმატება შემოვიდეს

„ქალი ოჯახს არ ანგრევს... თუ იძულებული არ არის ოჯახიდან წავიდეს“ - მანანა თოდაძე