„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
9 თებერვალს მერწყულის ნიშანში ახალი მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. 9 თებერვლის ახალ მთვარეს სუპერ ახალ მთვარესაც უწოდებენ. ასტროლოგები ასახელებენ 5 მთავარ წესს, რომლებიც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და წარმატება შემოვიდეს:
წესი N1 - მოერიდეთ ცრურწმენებს
ამ დღეს მკითხაობა, სხვადასხვა ცრურწმენისადმი ინტერესის გამოხატვა, ტაროს გაშლა უშედეგო და პირიქით, საზიანოც კია. ამიტომაც, თუ მსგავსი პრაქტიკით ხართ დაინტერესებული, ჯობს, სუპერ ახალი მთვარის პერიოდში დროებით მასზე უარი თქვათ.
წესი N2 - გამოიყენეთ ტელეფონი
მერწყული მეცნიერებასთან, ტექნოლოგიაში პროგრესთან და აღმოჩენებთან ასოცირდება. ამიტომაც, სტანდარტული რეკომენდაციის ნაცვლად, რომ შეგიძლიათ, ახალი მთვარის დროს თქვენი სურვილი ფურცელზე დაწეროთ და ჩაიფიქროთ, ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ, ახლა ამისთვის ტელეფონი გამოიყენეთ.
ტელეფონში ჩაინიშნეთ თქვენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ და ამ ჩანაწერებს პერიოდულად გადახედეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ და წარმატებას მიაღწევთ.
წესი N3: დაუთმეთ დრო სოციალურად სასარგებლო აქტივობებს
მერწყულს გუნდური მუშაობა, ინიციატივების გამოვლენა, სხვა ადამიანების დახმარება და სოციალურ აქტივობებში ჩართვა განსაკუთრებით უყვარს. ამიტომაც, ახალი მთვარის დღეს შეეცადეთ, რაიმე სასიკეთო საქმე გააკეთოთ, საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობა აიღო, სხვა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა გამოხატოთ, შეეცადოთ, დახმარებას, კონკრეტული ინიციატივების გამოჩენას. ეს ემოცია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
წესი N4: დატოვეთ წარსული იქ, სადაც უნდა იყოს
ახალი მთვარე მერწყულის ნიშანში დაგეხმარებათ, რომ წარსულის ტვირთისაგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და მოვლენებს უფრო ადეკვატური თვალით შეხედოთ. ამ დღეს იფიქრეთ მხოლოდ იმ გაკვეთილსა და გამოცდილებაზე, რაც წარსულში დატოვებულმა ნეგატიურმა ამბებმა მოგიტანათ და თქვენს ცხოვრებაში სიახლეები დაგეგმეთ.
წესი N5: ნუ შეიქმნით ფუჭ ილუზიებს
თუ თქვენ იფიქრებთ, რომ ყველა საქმესა და წამოწყებაში იმ დღესვე წარმატებას მიაღწევთ, შესაძლოა, იმედები გაგიცრუვდეთ და მოტივაცია დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ შრომის შედეგს ეტაპობრივად ნახავთ და იმის გამო, რომ მაშინვე რაიმე ხელშესახები შედეგი არ გაქვთ, საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვათ.