პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩინური კალენდრის მიხედვით, მიმდინარე თვის ენერგია 8 სექტემბრიდან შემოვიდა და 8 ოქტომბრამდე ჩვენთან იქნება. 2023 წლის სექტემბერს ლითონის ენერგია მართავს, რაც ბევრი მიმართულებით ცვლილებებსა და სიახლეებს გვპირდება.
ასტროლოგების თქმით, ლითონის ენერგია საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, თვე სიყვარულის, რომანტიკის, სილამაზისა და ჰარმონიისაკენ გვიბიძგებს. მეორე მხრივ, დიდია კონფლიქტების, დაპირისპირებების, ემოციური არასტაბილურობისა და ფარული მანიპულაციების რისკი.
ზოგადად, ეს თვე ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ვინმეს გასაცნობად იდეალური პერიოდია. სექტემბერში შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, ნაცნობობა კი მალევე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ასევე, თუკი დიდი ხანია, გსურთ, ვინმეს გრძნობებში გამოუტყდეთ, ან კიდევ ურთიერთობის განსხვავებულ ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოთ, ახლა ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ. სიყვარულისა და რომანტიკის კუთხით, ეს თვე გაძლევთ ყველა შანსს, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, ძალიან კარგი პერიოდია საკუთარი აზრებისა და სურვილების დასალაგებლად. ახლა მოგიწევთ, საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ, ვისთან გსურთ ურთიერთობის გაგრძელება და ვის უნდა დაემშვიდობოთ საბოლოოდ. შესაძლოა, დამოკიდებულებების, ღირებულებების კუთხით ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადოთ, დაემშვიდობოთ ილუზიებსა და გამოგონილ იდეალებს და რეალობას თვალი გაუსწოროთ.
ხელსაყრელი პერიოდია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განაახლოთ, დაგეგმოთ ვიზიტები ექიმებთან და კონსულტაცია გაიაროთ.
ეს თვე შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდებოდეს. ამიტომაც, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ყველა წვრილმანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ამის გამო, კონფლიქტის რისკი დიდია. შეიძლება, კომუნიკაცია გართულეს, ან კიდევ განსხვავებულად აღვიქვათ ის, რასაც გვეტყვიან და კონფლიქტური სიტუაცია შევქმნათ. დიდია იმის შანსი, რომ ფარული მანიპულაციების მსხვერპლნი გავხდეთ. შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ვინმე გიყენებთ, რაღაცის გამო გემეგობრებათ, პირისპირ გიცინით, მაგრამ ზურგს უკან თქვენზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მეტიც, ეს ადამიანი შეიძლება თქვენთვის ძალიან ახლობელი იყოს და გული ძალიან გეტკინოთ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ. ჯობს, ირგვლივ მყოფი ადამიანების რეალური სახე და ზრახვები იცოდეთ - ასე ნაკლები საფრთხე გემუქრებათ.
ექტემბერში საქმიანი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების მიღწევა გართულებულია. ამიტომაც, მსგავსი ტიპის აქტივობები შესაძლოა, წარუმატებლად დასრულდეს.
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ამ თვეში განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა გამოვიჩინოთ ადამიანების მიმართ. სექტემბრის ენერგია დაგვეხმარება, რომ სამყაროსაგან საპასუხო სითბო და სიკეთე მივიღოთ.
ლითონის ენერგია ბევრ ადამიანს თანამიმდევრულობისაკენ უბიძგებს. ამიტომ, ეს თვე სამომავლო გეგმების შედგენასა და წინაპირობის მომზადებას დაუთმეთ. ასე წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „საავადმყოფო მორგად გადაიქცა... უმძიმესი ვითარებაა“ - უმძიმესი კადრები ლიბიიდან
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944