1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მარტის თვის ენერგია 5 რიცხვიდან გავრცელდება და 4 აპრილამდე გაგრძელდება. მარტს ცეცხლოვანი კურდღლის ენერგია მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ემოციური პერიოდი გველის, როცა თითოეული ადამიანი აღნიშნულ თვისებებს საკუთარ თავში გაძლიერებულად აღმოაჩენს. იმაზე ხშირად დაგვჭირდება მხარდაჭერა, საყვარელი ადამიანების მხრიდან ყურადღება და მათი გამხნევება, ვიდრე წინა პერიოდებში. ამავდროულად, მომატებული ემოციურობის ფონზე, იზრდება იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების, კონფლიქტებისა და კომუნიკაციის გართულების რისკიც.
ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰპირდება მარტის თვის ენერგია თითოეულ ადამიანს
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მარტში რაიმე შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზება ამ პერიოდში, ალბათ, არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა.
გარდა ამისა, შესაძლოა, იგრძნოთ კონკურენცია, გაიზარდოს მანიპულაციის რისკი, გაიგოთ ის ინფორმაცია, რომელიც ადრე დამალული, ან გარკვეულწილად მიუწვდომელი იყო. ახალმა, მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ შეიძლება, თქვენს შემდგომ ქმედებებზე და გადაწყვეტილების მიღებაზე დიდი გავლენა მოახდინოს.
თუ მამლის ან დრაკონის წელში დაიბადეთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნებისმიერმა იმპულსურმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმაზე მეტად დაგაზარალოთ, ვიდრე ფიქრობთ. შეეცადეთ, არ აირჩიოთ ეს თვე ახალი თანამდებობის დასაკავებლად და ნუ აიღებთ ახალ პასუხისმგებლობებს. დაგეგმეთ, გააანალიზეთ ყველაფერი და სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში დრო აპრილიდან დაუთმეთ.
თუ ვეფხვის, ცხენის ან ძაღლის წელში დაიბადეთ, მაშინ ამ თვეში გექნებათ ყველა შანსი, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ. ასევე, წინ არაერთი საინტერესო შეხვედრა, ნაცნობობა გელით და შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით. ძალიან დიდ მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ.
თუ ვირთხის წელში ხართ დაბადებული, მაშინ შესაძლოა, მარტში გაუგებრობებმა და კონფლიქტებმა, გარკვეულმა ეჭვებმა შეგაწუხოთ. ზოგიერთი ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით მოგაწოდონ, ზურგს უკან არასწორი ამბები გაავრცელონ. ამიტომაც, თქვენთვის მთავარი რეკომენდაციაა, რომ თვის განმავლობაში ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიპულაციების რისკი იზრდება.
ამავდროულად, მარტში შესაძლოა, ბევრ დაუგეგმავ პროცესში აღმოჩნდეთ. ამიტომაც, ასტროლოგების რეკომენდაციაა, რომ ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და არამიზნობრივი ხარჯებისაგან თავი შეიკავოთ.
მარტის თვის ყველაზე არახელსაყრელი თარიღებია: 5, 10, 11, 17, 22, 23, 29 მარტი. შეეცადეთ, აღნიშნულ დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
12 და 24 მარტი კი თვის ყველაზე იღბლიანი დღეებია და შეგიძლიათ, გეგმების განხორციელება სწორედ ამ პერიოდში დაგეგმოთ.