1748631666
დღეს ახალი მთვარეა - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

2024 წლის 10 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა. ამავე დროს, ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას პლანეტა ნეპტუნის ენერგიაც მოახდენს. თევზები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. ახალი მთვარე, თავის მხრივ, ყოველთვის მომატებულ ემოციურობასთან ასოცირდება და ამას, როგორც აღვნიშნეთ, ნეპტუნის ენერგიაც ემატება. ამიტომაცაა, რომ 2024 წლის 10 მარტის ახალი მთვარე ნამდვილად გამორჩეულია - ის ჩვენს ემოციებზე, შინაგან სამყაროსა და განცდებზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს.
ზოგადად, მარტი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაა სავსე. ეს მხოლოდ ახალ მთვარეს არ ეხება, რომლის ეფექტიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თვის ბოლოსკენ დაბნელების დერეფანი იწყება და ამავდროულად, არც გაზაფხულის ბუნიობა უნდა გამოგვრჩეს, რომელიც სწორედ მარტშია.
თევზების ნიშანში ახალი მთვარე მართლაც რომ ემოციური აღმოჩნდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 მარტს მოგვიწევს, საკუთარ შეცდომებს, გამარჯვებებს, წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვერ განხორციელებულ სურვილებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და საბოლოოდ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს მომავალში. ეს კი პიროვნულ ტრანსფორმაციაში განსაკუთრებით გამოგვადგება.
შესაძლოა, აღნიშნულ დღეს ძლიერი შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა, ერთგვარი იმედგაცრუებისა და სინანულის შეგრძნება გვქონდეს. წარსულში დატოვებულმა საქმეებმა, ურთიერთობებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავი. თუმცა, ეს პერიოდი მალე გაივლის.
იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური ფონი მომატებულია, კომუნიკაციაც გართულებული იქნება. ამიტომაც, საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში დიდი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ, რადგანაც მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
თუკი ამ დღეს ახლობლები, საყვარელი ადამიანები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. მათი მხარდაჭერა, დროის სასიამოვნოდ გატარება დაგეხმარებათ, რომ განწყობა გაიუმჯობესოთ.
ახალი მთვარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ გავლენას წყლის ნიშნებზე: თევზებზე, კირჩხიბსა და მორიელზე მოახდენს. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს თვითგანვითარებისა და ტრანსფორმაციის იმდენად დიდი სურვილი იგრძნოთ, რომ ყველაზე თამამი და რადიკალური ნაბიჯები გადადგათ და ცვლილებებისათვის მოემზადოთ... ვრცლად..
ასევე ნახეთ:
ვინ არის მუშა, რომელიც მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა