გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
თუ ახლო წარსულს გადავხედავთ, წლის ბოლო თვე, ტრადიციულად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჭრილში, სტაბილური ნაკლებადაა და არც წლევანდელი დეკემბერი იქნება გამონაკლისი. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, გარკვეულ პერიოდში თვალშისაცემი გახდება დაპირისპირებები პირად ურთიერთობებში, არაა გამორიცხული სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური აფეთქებები
მიხეილ ცაგარელი: არაა გამორიცხული სხვადასხვა ვირუსული და ეპიდემიოლოგიური აფეთქებები, რაც გამოწვეული იქნება თხის რქის ზოდიაქოში მოძრავი მერკურისა და 4 დეკემბერს მორიელში გადასული პლანეტა ვენერას ზემოქმედებით. ეს საკმაოდ რთული პლანეტური წყობაა, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. გარდა ამისა, შესაძლოა, გაართულოს ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს შორის, რასაც შეიძლება, სერიოზული პოლიტიკური გართულებები და რთულად გადასაჭრელი კონფლიქტები მოჰყვეს. უკიდურესად არასასიკეთო ტენდენციები 5 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდგომ დედამიწა უფრო ჰარმონიულ ენერგეტიკულ ფაზაში დაიწყებს შესვლას.
– 13 დეკემბერს ახალმთვარეობაა. ის როგორ იმოქმედებს საერთო ფონზე?
– დიახ, იმავდროულად, 13 დეკემბრის ახალმთვარეობის შემდგომ რეტროგრადული, ანუ უკუმავალი მერკური, დაძაბავს მდგომარეობას პირად ურთიერთობებში. 17 დეკემბერს კი მზე დინამიკურ კვადრატს შექმნის პლანეტა ნეპტუნთან, რაც გამოიწვევს არაერთ კამათსა და ჩხუბს ოჯახებსა და წყვილებში საყოფაცხოვრებო საკითხებისა და წვრილმანი გაუგებრობების გამო. ასევე, გაუგებრობები, დაპირისპირებები და კამათი მოსალოდნელია სამსახურსა და ბიზნესშიც. ამგვარად, ეს იქნება დეკემბრის ყველაზე მდორედ მიმდინარე დისონანსური პერიოდი, რომელიც 19 რიცხვამდე გასტანს. 22 დეკემბრიდან მზე თხის რქის ზოდიაქოში პლანეტა მერკურს შეუერთდება, რის შემდგომ გამოჩნდება საკითხების პოზიტიური გადაწყვეტის გზები და საწყისები. მზის უარყოფითი ასპექტები ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას, რაც დადებითად იმოქმედებს დედამიწის ბიოსფეროზე, ჩაწყნარებას დაიწყებს კოსმიური ქარიშხალიც. სრულად
ასევე ნახეთ:
„არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში...“- როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი