აპრილის თვის ჰოროსკოპი - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

2024 წლის აპრილი ბევრი ასტროლოგიური მოვლენითაა დატვირთული და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული მათგანი ადამიანებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს ვერძის ნიშანში ახალი მთვარეა. ახალი მთვარე რეტროგრადული მერკურის პერიოდს ემთხვევა. პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა 1-ელი აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილამდე გაგრძელდება.

ასევე, 25 მარტიდან დაბნელების დერეფანს გავდივართ, რომელიც სწორედ 8 აპრილს, მზის სრული დაბნელებით სრულდება. ამრიგად, აპრილის პირველი კვირა ემოციურად განსაკუთრებით დატვირთულია და შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა უკვე არაერთი ცვლილება დაგეგმა.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ითვლება, რომ 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებულია და აღნიშნული დღე ძლიერ ენერგიას ატარებს. ახალი მთვარე ვერძის ნიშანში იქნება და შესაძლოა, მრავალი პროექტისა და სასარგებლო იდეის საწყის წერტილად გადაიქცეს. ძლიერი ენერგია წარმატებას ხელს უწყობს, გაძლევთ მოტივაციასა და შთაგონებას, თუმცა მენტალურ ჯანმრთელობაზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. კერძოდ, შეგაწუხოთ მომატებულმა შფოთვამ და ემოციურმა არასტაბილურობამ.

რატომ არის 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე განსაკუთრებული?
პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, 2024 წლის 8 აპრილის ახალი მთვარე დაბნელების დერეფნის რთულ ეტაპს დაასრულებს. შესაძლოა, ტრანსფორმაცია მრავალი მიმართულებით იგრძნოთ. განსაკუთრებით კი საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ის თვისებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი მთვარე ვერძის ნიშანშია. ვერძს კი ლიდერისა და გამარჯვების ენერგია აქვს. ამიტომაც, ეს პერიოდი თქვენი გამარჯვებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდოდათ, მოიპოვოთ აღიარება, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი, ფინანსური კეთილდღეობა და რაც მთავარია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე, ნეგატიურ აზრებზე, მავნე ჩვევებზე - ყველაფერზე, რაც ბედნიერებაში ხელს გიშლით და გაბრკოლებთ.. ვრცლად...

ასევე ნახეთ:

VIDEO: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ლონდონის ევროვიზიის პრეფართიზე და მასთან ერთად ამღერებული ბრიტანელი მაყურებელი

„სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და...“ - ნახეთ რა ძალა აქვს ამ ნივთს და როგორ უნდა ატაროთ ის