7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ურთიერთობები გამწვავდეს, მაგრამ ყველაფერი სწრაფად დალაგდება, თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ბუნებაში დასვენებაა.

კურო

ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი გეგმები ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა. გახსოვდეთ, ახლა დასვენება აუცილებელია.

ტყუპები

ემოციური დღეა, კარგი იქნება განმარტოება და იზოლაცია, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი პოზიციები და ემოციური ბალანსი.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოვლენათა სწრაფმა ცვლილებებმა დისკომფორტი შეგიქმნათ. კარგია, პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა, დაისვენეთ და გაერთეთ.

ლომი

ეცადეთ, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ. დაზოგეთ თქვენი ენერგია და ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იქ, სადაც თქვენს გარეშეც შეძლებენ, მოაგვარონ საქმეები.

ქალწული

მთელი ენერგია მიმართეთ ოჯახური მყუდროების შესანარჩუნებლად, ნუ შეეცდებით თქვენი შეხედულებების მიხედვით სხვების შეცვლას, პატივი ეცით სხვის პოზიციას.

სასწორი

შესაძლოა, დღეს გაგიჭირდეთ საკუთარი ემოციების მართვა, ამიტომ, დასვენება და დროის მშვიდად გატარება ახლა აუცილებელია.

მორიელი

კარგი იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. შეარბილეთ სიტუაცია. საუკეთესო გადაწყვეტილება კი ბუნებაში გასვლაა.

მშვილდოსანი

ერიდეთ უკიდურესობებს და მოძებნეთ კომფორტისა და უსაფრთხოების ზონა. ნუ გაანაწყენებთ ადამიანებს, რომლებთანაც ახლო და საქმიანი ურთიერთობა გაქვთ, თუნდაც ამისთვის მიზეზიც გქონდეთ. იყავით მიმტევებელი.

თხის რქა

სასურველ მიზანს რომ მიაღწიოთ, კარგი იქნება, მოიძიოთ ინფორმაცია, მიიღოთ კონსულტაცია კომპეტენტური პირისგან. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ დასვენება აუცილებელია.

მერწყული

ზედმეტად ნუ დაიტვირთებით, ყველაფერს მხოლოდ თქვენი ძალებით შესაძლოა, ვერ გაუმკლავდეთ. აუცილებლად დაისვენეთ ბუნებაში, კარგი გადაწყვეტილება იქნება ქალაქგარეთ გასვლა.

თევზები

ნუ აჰყვებით ცდუნებებსა და პროვოკაციებს, საქმეს პრაგმატულად და აუჩქარებლად მიუდექით. დაისვენეთ ბუნებაში ან მეგობრების კამპანიაში.