4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

სასიყვარულო საკითხში დღეს წარმატების შანსი დიდია. თამამად დაგეგმეთ ადრე გადადებული შეხვედრა. 

კურო

ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში. გათვალეთ პერსპექტიული მიმართულებები. მათთვის ვინც მეწყვილეს ეძებს, დღე შეიძლება საინტერესო იყოს ახალი ნაცნობობის კუთხით.

ტყუპები

ცვლილებების დროა, ნუ შეშინდებით. ახალი უკეთესი პერსპექტივები გადაიშლება თქვენს წინ.

კირჩხიბი

პარტნიორულ სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები, ამას თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგები ექნება, იქნება ვნებათაღელვაც, ნერვიულობაც, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზებიც გაგაოცებთ.

ლომი

იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს, საჭიროა თქვენს ქმედებებში გარკვეული კორექტივების შეტანა. კარგია, თუ დროს დაუთმობთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

ქალწული

კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობების მოსაგვარებლად, ამ სფეროში, სასიკეთო ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

სასწორი

შეგიძლიათ, თამამად შეეჭიდოთ ოჯახის საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მეტი ყურადღება დაუთმეთ  ხანდაზმულებსა და ბავშვებს.

მორიელი

სიყვარული, შემოქმედებითი საქმიანობა, ახალი რომანტიკული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა. ახლა თქვენ მზად ხართ თამამი ნაბიჯებისთვის.

მშვილდოსანი

ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი დროა, საოჯახო შენაძენის გასაკეთებლად.

თხის რქა

გამოიყენეთ დღე აქტიური დასვენებისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, მომდევნო კვირას ენერგიულად გაართვათ წამოჭრილ საკითხებს თავი.

მერწყული

კარგი დროა, დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის, ასევე, გააანალიზეთ გასული კვირა. ეს დაგეხმარებათ წონასწორობის აღდგენასა და ემოციური მდგომარეობის დაბალანსებაში. 

თევზები

კარგი დროა, მეგობრებთან შეხვედრებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, გამოიჩინეთ სიმტკიცე და პრინციპულობა.