3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, თავი იჩინოს ემოციურმა შფოთმა და დაძაბულობამ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ დრო, რათა საღად შეაფასოთ მოვლენები და თქვენი შანსები.

კურო

დღეს, შესაძლოა, თქვენთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და არჩევანის წინაშე დადგეთ. ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს და დაელოდეთ მეტ სიცხადეს, რათა თავიდან აირიდოთ შეცდომები.

ტყუპები

დღევანდელმა დღემ, შესაძლოა, ხელი შეგიწყოთ აკვიატებული ილუზიებისგან გათავისუფლებაში, თქვენ მიხვდებით, თუ რატომ იყო აქამდე პრობლემები სასიყვარულო, თუ კარიერულ სფეროში.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, არის ალბათობა, სიტუაცია დაიძაბოს სხვადასხვა დაჯგუფებებთან, ან ჯგუფის ლიდერებთან, ნუ აჰყვებით ცდუნებას, თავი შეიკავეთ ავანტიურული ქმედებისგან.

ლომი

თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ თქვენს თავზე, იზრუნეთ საკუთარ განწყობასა და კომფორტზე.

ქალწული

მოერიდეთ ექსპერიმენტებს. დარწმუნდით თქვენს შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმში, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და რისკმა შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს თქვენს ავტორიტეტს.

სასწორი

აუცილებელია, გაითვალისწინოთ პირადი ინტერესები, სხვათა პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობის დროს, ან შესაძლოა, შუამავლის ფუნქციის აღება მოგიწიოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ნუ დაივიწყებთ საკუთარ მიზნებს და იმოქმედეთ შესაბამისად.

მორიელი

უჩვეულო მოვლენები ბიძგს მოგცემთ, მოიფიქროთ რაიმე არასტანდარტული და გაუსწროთ სხვებს, მაგრამ ეს პერიოდი არახელსაყრელია მნიშვნელოვანი წარმატებებისა და საქმიანი პროდუქტიულობისათვის.

მშვილდოსანი

თქვენი ემოციურობიდან გამომდინარე, უპირატესობა, შესაძლოა, კონკურენტების მხარეს აღმოჩნდეს, კარგად გააანალიზეთ მოვლენები, სხვათა პოზიციები და იმოქმედეთ შესაბამისად, რათა არ აღმოჩნდეთ წაგებიან სიტუაციაში.

თხის რქა

ნუ შეეცდებით ორმაგ თამაშსა და არაკეთილსინდისიერი გზებით წარმატების მიღწევას. იყავით დიპლომატიური, გამოიჩინეთ გამჭრიახობა მოვლენების შეფასებისას.

მერწყული

აკონტროლეთ თქვენი ტემპერამენტი, ნუ აიღებთ ინიციატივას სამსახურებრივი პრობლემების მოსაწესრიგებლად. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე.

თევზები

ერიდეთ ინტრიგებს, ნუ შეეცდებით ყველასა და ყველაფრის კონტროლს. შეცვალეთ მოძველებული მიდგომები და სქემები. მიენდეთ ინტუიციას და თქვენს გამჭრიახ გონებას.