29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

 მთვარის 1-30-ე დღე. ამ დღეს, ჩვენი ორივე მხარე, ნათელი და ბნელი, ბოლომდე "გაშიშვლდება".  ეცადეთ, ნაკლებად ისაუბროთ, რათა არ გავუცრუოთ ვინმეს იმედი. საერთო ენის გამონახვა გაჭირდება საყვარელ ადამიანებთანაც კი. ასე რომ, ტყუილად ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას. მეტი დასვენებაა საჭირო. შესაძლოა, ვიღაცამ მოინდომოს თქვენზე ზეწოლა, საკუთარი აზრის თავს მოხვევა.

ზოგიერთს მოუწევს მკაფიოდ უპასუხოს სამყაროს გამოწვევებს და იბრძოლოს მზის ქვეშ ადგილისთვის. მზად იყავით როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად - მაშინ წარმატების მიღწევას შეძლებთ. 

ვერძი

დღევანდელი დღით შესაძლოა, გულნატკენი დარჩეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, გაიგებთ ვინ - ვინ არის სინამდვილეში. იყავით წინდახედული, თუ ვინმესთან გაბუტული ხართ, დღეს იოლად შემოირიგებთ.

კურო

თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, ნუ იტრაბახებთ წარსული მიღწევებით. ნურც იწუწუნებთ, რათა არ დააფრთხოთ იღბალი.

ტყუპები

შეეცადეთ, აირიდოთ ოჯახური კონფლიქტი, რომელიც, დიდი ალბათობით, ოჯახის ბიუჯეტთან იქნება დაკავშირებული.

კირჩხიბი

ელოდეთ ცვლილებებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს შესაძლოა ყველასთვის სხვადასხვა თემას ეხებოდეს, მაგრამ ირიბად თუ პირდაპირ მაინც დაკავშირებული იყოს ოჯახთან და სახლთან.

ლომი

შეეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან ისინი, რომელიც გადადებული გაქვთ, ან რაიმე მიზეზით შეფერხდა. გახსოვდეთ, დღეს კომპრომისების დღეა.

ქალწული

შესაძლოა, დღეს სამსახურში დამატებით რაღაც საქმე დაგავალონ, ან ოჯახში სხვისი შეცდომების გასწორება მოგიწიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ ფუჭად არ დაკარგოთ დრო და ენერგია.

სასწორი

შესაძლოა, დაიწყოთ ახალი სამსახური ან ახალი საქმე. გაფრთხილდით და მოერიდეთ არასასურველ დისკუსიებს.

მორიელი

ნურავის დაუპირისპირდებით, სასურველია, დღეს უარი თქვათ ისეთ საქმეებზე, რომელმაც არ მოიტანა სასურველი შედეგი, საქმეები, სადაც ფუჭად ერთ წრეზე გიწევთ ტრიალი.

მშვილდოსანი

შინაგანად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. თუ ადრე უსამართლოდ მოგექცნენ, ახლა შესაძლოა აღიდგინოთ პოზიციებიც და ავტორიტეტიც.

თხის რქა

ნუ მოაწერთ ხელს კონტრაქტებს და ნუ გააფორმებთ გრძელვადიან ხელშეკრულებებს.მერწყული

მერწყული

მეგობრებისგან შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. თქვენს ცხოვრებაში მატულობს პოზიტიური მოვლენები, მათ შორის, მატერიალურ სფეროშიც.

თევზები

პირად ურთიერთობებში შესაძლოა, მოქმედების სცენარი შეიცვალოს, აქტუალური გახდეს რაღაც ახალი თემა, რისი მიზეზითაც დაგჭირდებათ ცვლილებების შეტანა თქვენს გეგმებში.