27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანის ახალ გასართობს მშვიდად შეხვდით. შეიძლება, დამოკიდებულება შეგეცვალოთ გარშემო მყოფების მიმართაც.

კურო

გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს.

ტყუპი

ბოლო დროს, თქვენი ცხოვრება თითქოს ბურუსითაა გარემოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან, სიტუაცია განეიტრალდება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ.

კირჩხიბი

თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.

ლომი

დილა რთული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას წვრილმანების გამო. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

ქალწული

მოერიდეთ რთულ ადამიანებთან პარტნიორობას. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დაძაბული დღის შემდეგ, სიმშვიდე და გამოძინება კარგი იქნება.

სასწორი

ვერავისგან მიიღებთ იმ დახმარებას, რაც გჭირდებათ. უმჯობესია, საკუთარ თავს თავად უშველოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეებში, რაც არ გსიამოვნებთ.

მორიელი

დილა მსუბუქი საქმეების შესრულებას დაუთმეთ, საღამო – რთულს. გვიანობამდე შრომა მოგიწევთ და შეიძლება, საყვარელმა ადამიანმა უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ.

მშვილდოსანი

არაფერი რთული დღეს არ დაგეგმოთ. იყავით მშვიდი და გულისხმიერი ახლობლების მიმართ. გული მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გადაუშალეთ.

თხის რქა

დღეს, იმაზე მეტ გამარჯვებას მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ.

მერწყული

დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. მოერიდეთ სტრესულ სამუშაოს და ადამიანებს, რომლებიც ნერვებს გიშლიან. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

თევზები

თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ. ნუ მოგერიდებათ და იკითხეთ, რაც გაინტერესებთ. საბედნიეროდ, ყველა ეჭვი მალევე გაიფანტება. იყავით ორიენტირებული წინსვლაზე.

ასევე ნახეთ:

"ჯალათი ფიზიკურად ძლიერი და ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო..." - ინტერვიუ სიკვდილმისჯილთა ციხის დირექტორთან

მამა სოკრატესთან მოიყვანეს ბიჭი, რომელიც კიოდა, ჯვარი ბეჭზე დაადო, იატაკზე დავარდა და... - რას იხსენებს მოძღვარის მრევლი

„რომ შევედი, ხილვებში იყო...მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები ელოდება, მაგრამ...“ - კახა ბასილია