26 ივლისს იწყება ახალი პლანეტარული წელი - დედამიწას მძლავრი ენერგიების ახალი ტალღა დაფარავს

პასპორტი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას აფრთხილებს.

„26 ივლისს იწყება ახალი პლანეტარული წელი, რომელიც გასტანს მომავალი წლის 24 ივლისამდე. 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე კი, ჩვენს პლანეტას დაფარავს მძლავრი ენერგიების ახალი ტალღა, რომლის პიკია 8 აგვისტოს, ხოლო პორტალი იხურება 12 აგვისტოს, სწორედ ამ პერიოდს ეწოდება „ლომთა კარიბჭე“ (ამაზე მოგვიანებით). ამ დღეებში დილის 5-6 სთზე ცის კაბადონზე შეგვიძლია ვიხილოთ 2 მზე, ოქროსფერი და ლურჯი.

ოქროსფერი - ეს ჩვენი მზეა, ხოლო ლურჯი ნათების - სირიუსი. (სირიუსი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედია, ის არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, 25 ჯერ უფრო კაშკაშაა მზეზე. მას ხშირად გამოსახავენ როგორც ისიდას, რომელიც დგას ზეციურ ნავში, მის თავთან კი 5 ქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. 

რას უნდა ველოდოთ ამ დღეებში? შესაძლოა ზოგიერთს ჰქონდეს ძილიანობა, ეს ნორმალურია, ზოგს პირიქით უძილობაც შეაწუხებს, მოსალოდნელია უხასიათობა, უცნაური შეგრძნებები, აზრების გაფანტვა. კოსმოსიდან შემოსული ენერგიების ძალა იმდენად ძლიერია, რომ ინფორმაციულ გადატვირთვასაც კი გამოიწვევს, 8 აგვისტოს პიკია, ამიტომ ეს ყველაფერი უფრო მეტად იქნება გამოხატული. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს ახალი, უცნაური იდეები და მოუნდეს ისინი სწრაფად განახორციელოს, მაგრამ არ იჩქაროთ, ჩაინიშნეთ, გააანალიზეთ და მოგვიანებით დაიწყეთ ქმედება. დააბალანსეთ ინ და იანის ენერგიები თქვენში, თქვენს გარშემო.

26 ივლისიდან 12 აგვისტომდე, ვარსკვლავების კეთილგანწყობით, საუკეთესო დროა ბედ-იღბლის კორექციისთვის, შექმენით თავად თქვენი მომავალი“