21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

სწრაფი და ენერგიული მოქმედებით, ეცადეთ, მოახერხოთ მოიცილოთ ყველაფერი, რაც საქმიანობაში ხელს გიშლით და დაარწმუნოთ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენი მოსაზრების მართებულობაში.

კურო

თამამად განახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები, სიფრთხილე გამოიჩინეთ კომუნიკაციებში, ნუ გათქვამთ  ინფორმაციას, იყავით წინდახედული და დაკვირვებული.

ტყუპები

წარმატება გელით როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად სფეროში, ელოდეთ სასიამოვნო შეხვედრებს და გულითად დამოკიდებულებას.

კირჩხიბი

არ არის გამორიცხული ირგვლივ მყოფ ადამიანთა შორის ფარული მტერი აღმოჩნდეს, თუმცა, ახლა უფრო გაგიმარტივდებათ მასთან ბრძოლა. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.

ლომი

დღეს გექნებათ საშუალება გახსნათ არაერთი საკვანძო საკითხი და გათავისუფლდეთ ისეთი უსარგებლო სიტუაციებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აბრკოლებდა თქვენს წინსვლას.

ქალწული

ნუ აჰყვებით ცდუნებებს და იყავით უფრო მოქნილი ადამიანებთან, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხისტი ქმედებებით ზიანს მიაყენებთ თქვენსავე საქმიანობას და სწორ გზასაც ასცდებით.

სასწორი

სამსახურში გაუგებრობების ალბათობაა, რთულდება კოლეგებთან ურთიერთობები და საერთო ენის გამონახვა, თუმცა, თქვენი შემოქმედებითი გეგმები მაინც დაიმსახურებს სხვათა მოწონებასა და მხარდაჭერას.

მორიელი

დაალაგეთ ქაოსური აზრები და მოაწესრიგეთ ურთიერთობები. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას და არ გამოგეპაროთ თვალთახედვიდან სამყაროსგან ბოძებული შანსები. იყავით ფხიზლად და ყურადღებით.

მშვილდოსანი

ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ შეხვედრებს ელოდეთ, არის ახალი პერსპექტიული ნაცნობობის ალბათობაც. საკმაო დროს წაიღებს ფინანსური საკითხების მოგვარება.

თხის რქა

ინტრიგების და გაუგებრობების დიდი ალბათობაა. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომებს და გონივრულად იმოქმედეთ.

მერწყული

გარემოებებიდან გამომდინარე, არის ალბათობა, შეგეცვალოთ გეგმები, მაგრამ ეს სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე, განწყობასა და ხასიათზე.

თევზები

შესაძლოა, დიდი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, ნუ შეუშინდებით მოულოდნელობებს, ელოდეთ სასიკეთო ახალ ნაცნობობას. რთულ სიტუაციებში კი გამოცდილი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.