2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

საინტერესო დღეა, დიდი ალბათობით, ფინანსურ და საქმიან სფეროში წარსულში გაწეული ძალისხმევა ძალიან კარგი შედეგით დასრულდება. გაჭიანურებულ სამუშაოს წერტილი დაესმევა, რითაც კმაყოფილი დარჩებით.

კურო

შესაძლებლობა გიჩნდებათ, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მოახდინოთ თქვენი იდეების რეალიზება. ინფორმაციები გაფილტრეთ - ყველაფერი, რასაც გვეტყვიან, არ იქნება ზუსტი და სწორი.

ტყუპები

ნუ გაექცევით საკუთარ თავს, ჩაუღრმავდით, გაარკვიეთ რისკენ, ან ვისკენ ისწრაფვით. მთავარია, ემოციური გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

კირჩხიბი

თუ ბოლო პერიოდში, პრობლემებთან გამკლავება გიჭირდათ და თქვენი მოთმინება ზღვარზეა, შეეცადეთ, თუნდაც ძალიან მცირე ხნით, სიტუაციას გაერიდოთ და საკუთარ თავს გადატვირთვის საშუალება მისცეთ.

ლომი

საკუთარი ძალების რწმენა კარგად აისახება თქვენი შრომის ნაყოფიერებაზე, დღეს, დიდი შანსია, გადაჭრათ ფინანსური პრობლემები.

ქალწული

უბრალოდ, ენდეთ სამყაროს, ნუ შეეწინააღმდეგებით მოულოდნელ ცვლილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრების გზა, ღირებულებები და ფასეულობები.

სასწორი

საინტერესო და სასიკეთო მოვლენებს ელოდეთ, შესაძლებელია, ახალი პერსპექტიული შემოთავაზება მიიღოთ, მთავარია, ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

თქვენი ახალი იდეებითა და შემოქმედებითი მიდგომებით მაქსიმალურად სასიკეთო შედეგებს მიაღწევთ და შესაძლოა, კარიერაში ახალ წარმატებას მიაღწიოთ.

შვილდოსანი

თქვით, რასაც ფიქრობთ - დღეს ეს სასარგებლოც კია. მაგრამ, ასევე,  მოუსმინეთ ინტუიციას.  გაფილტრეთ მიღებული ინფორმაცია. ამ დღეს აუცილებლად გადაიხადეთ ვალები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, მოგვიანებით, შეიძლება, სერიოზულ პრობლემებად გექცეთ.

თხის რქა

გულწრფელად ისაუბრეთ ყველასთან - ახლა თქვენი კარიერა ამაზეა დამოკიდებული. დღეს მინიშნებებს ვერავინ გაიგებს. გაფილტრეთ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

მერწყული

მოსალოდნელია ცვლილებები პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარემოცვაში მცირე გაუგებრობები წარმოიქმნას, ემოციები გააკონტროლეთ და, მალე, ყველაფერი დალაგდება.

თევზები

გაფილტრეთ ინფორმაცია  - ბევრი ამბავი ყალბი იქნება. ამასთან, უმჯობესია, გულწრფელად ისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის შანსი, საერთოდ ვერ გაგიგონ. საღამოს ნუ მოდუნდებით - სახლში ბევრი საკითხი დაგხვდებათ გადასაჭრელი.