18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-18 დღე. დილით ინერციით გაგრძელდება გუშინ დაწყებული ამბები, ამიტომ, ჯერ მათი დამთავრებაა აუცილებელი. თქვენს გონებამახვილურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შედეგს მიიღებთ. საღამოს, თხის რქაში მთვარის შესვლა, გვაიძულებს, რეალისტურად და სტრატეგიულად შევაფასოთ მოვლენები.

ამ დროს, შეიძლება დაიწყოს რთული ბრძოლა ახალი სურვილების ასრულებისთვის - ეს შესაძლოა იყოს, სასიყვარულო ურთიერთობა, უკეთესი ცხოვრების სურვილი. არ იჩქაროთ, უმჯობესია, გადადოთ ახალი წამოწყებები და ჯერ კარგად გათვალოთ ყველაფერი.

ვერძი

დღევანდელი დღე ახალ ჰანგებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, გაგიმძაფრდებათ სურვილი, შეიძინოთ ახალი მეგობრები, დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, მთავარია, ყველა გადაწყვეტილება ზედმეტი ემოციის გარეშე მიიღოთ.

კურო

არ შეანელოთ ტემპი, ახლა თქვენი დროა, იაქტიურეთ, განახორციელეთ თქვენი გეგმები, იბრძოლეთ ბოლომდე, რათა აიხდინოთ ოცნება.

ტყუპები

ახალ ძალებს, ახალ ენერგიას იგრძნობთ, გაგიმძაფრდებათ სურვილი შეეჭიდოთ დიდ, მნიშვნელოვან საქმეებს, ჯანსაღი მიდგომა საქმისადმი წარმატებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ჭორებისა და ინტრიგების მაღალი ალბათობაა, თქვენს ირგვლივ მყოფები შეეცდებიან პრობლემები შეგიქმნათ სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. არ აჰყვეთ პროვოკაციებსა და მითქმა-მოთქმას.

ლომი

წარმატებით გაართმევთ თავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებს, იქნება ეს ყიდვა-გაყიდვისა თუ საბუთების გაფორმების თემა, ან შესაძლოა, ეს ეხებოდეს წარმოების რეორგანიზაციას. ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება.

ქალწული

დღეს დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენი იდეები და წახალისებულიც იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან, ამავე დროს არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადება მიიღოთ ახლობლებისა თუ მეგობრებისაგან და დამატებით სარგებელიც მიიღოთ.

სასწორი

დღეს თქვენს საქმიანობას მეტი ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მუხტი დასჭირდება თქვენი მხრიდან, ზერელე დამოკიდებულებით დადებით შედეგს ვერ მიიღებთ, სჯობს ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ. გამოიჩინეთ მოხერხებულობა და მოქნილობა.

მორიელი

თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა და კონფლიქტებისგან, ეცადეთ, სამომავლოდ გადადოთ ნებისმიერი სახის გარჩევა. რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ ობიექტურობასა და სიმართლეში, დღეს გაგიჭირდებათ ამის დასაბუთება.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი და შეუპოვრობა დაგეხმარებათ მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავებაში, მთავარია, აკონტროლოთ ემოციები.

თხის რქა

დღეს გაგიჭირდებათ კონკურენტებთან ჩვეული ხერხებით გამკლავება, მოიფიქრეთ მათთან ურთიერთობის ახალი გზები. მოუფრთხილდით საკუთარ ნერვებს, და აკონტროლეთ ემოციები.

მერწყული

სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ მოსალოდნელი შედეგების ყველა ასპექტი. ჭკვიანურად შერჩეული სტრატეგია საშუალებას მოგცემთ წარმატებით განახორციელოთ ჩანაფიქრი.

თევზები

შესაძლოა, საკუთარ თავში ჩაკეტვამ სრულიად დაგავიწყოთ სამსახურებრივი მოვალეობები და საყვედურიც დაიმსახუროთ, ნუ მოწყდებით რეალურ ცხოვრებას.